1geo

fb you od

ფიქრები ხალხური თეატრის ტრადიციებზე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12017 წლის 2 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო და კულტურულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა თეატრალური ხელოვნების დამფასებლებსა და გულშემატკივრებთან. შეხვედრა მიეძღვნა თეატრალური სამოყვარულო ჯგუფების თემას.

შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა ეროვნების ხელოვანები, სამსახიობო თამაშის დამფასებლები, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებიდან თბილისის სხვადასხვა 1უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

შეხვედრას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

საღამო მისასალმებელი სიტყვით გახსნა ცენტრის დირექტორმა გისანე ჰოვსეფიანმა და ღონისძიების გასაძღოლად მიიწვია ლიტერატურათმცოდნე და მუსიკოსი არტემ 2გრიგორენცი, ვინც ამჯერად დამსწრეებს წარუდგა სამოყვარულო თეატრალური სტუდიის ხელმძღვანელად და რეჟისორად.

სტუდიას ეწოდება შემოვლითი ჩიხი, რომელიც შეესაბამება თბილისის ისტორიულ ავლაბრის უბანში მის გაფორმებას, სადაც ცხოვრობდა და შემოქმედებით ცხოვრებას ეწეოდა სომეხი ნოველისტი ნარ-დოსი. ამ სტუდიაში მიმდინარეობს სამოყვარულო თეატრის რეპეტიციები.

შეხვედრაზე ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები დავიწყებულ სამოყვარულო თეატრის ტრადიციების შესახებ, რომელიც თავის დროზე იყო დამწყები მსახიობების და ხელოვნების მშვენიერი სკოლა და ასევე პროფესიონალი მსახიობების ჩამოყალიბების სამჭედლო.

შემდეგ ნაჩვენები იქნა ვიდეორგოლები სამოყვარულო თეატრის სხვადასხვა სპექტაკლებიდან, სადაც როლებს ასრულებდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. ესენი არიან პედაგოგი გარი ღალამქაროვი, ინჟინერ-მექანიკოსი ირინა გრიგორიანი, რომლებიც დაკავებულნი არიან არტემ გრიგორენცის პიესაში „იმედი ვიქონიოთ“. აღვნიშნოთ, რომ ამ 3პიესის გისანე ჰოვსეფიანის შესრულებული სომხური თარგმანი გამოქვეყნდა ერევანში ჟურნალ „დრამატურგიაში“. ჯურნალის რედაქტორი ჯავახეთში დაბადებული კარინე ხოდიკიანია.

სამოყვარულო თეატრის შესახებ თავიანთი მოსაზრებებით გამოვიდნენ პოეტი ვლადიმირ სარიშვილი, კინორეჟისორი თენგიზ მალანია, კომპოზიტორი ირაკლი ცინცაძე, მეცნიერ მუშაკი სამველ მკრტჩიანი.

შეხვედრა შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. მეუფემ კმაყოფილება გამოთქვა, მაღალი შეფასება მისცა მოყვარულ მსახიობების საინტერესო თამაშს და არტემ გრიგორნის გამორჩეულ მისიას. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ აღნიშნა, რომ მსგავსი საქმიანობა მოითხოვს ყოველგვარ მხარდაჭერას.

შეხვედრამ შთააგონა გაგრძელდეს მისია სამოყვარულო ჯგუფის ენთუზიაზმის შესანარჩუნებლად.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)