"არევიკ" ბავშვთა ფონდის 15 წლის იუბილე "ჰაიარტუნ" ცენტრში |
![]() |
![]() |
![]() |
სიახლეები |
დარბაზის პირველ რიგებში ადგილები ეკავათ თბილისის სომხური სათვისტომოს საპატიო წევრებს, ესწრებოდნენ მღვდელმსახურები, მასწავლებლები, მშობლები, სტუმრები. ღონისძიებას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. ღონისძიება გაიხსნა საუფლო ლოცვით და ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით. შემდეგ შესრულდა „არევიკ“ ფონდის ჰიმნი, დედაქალაქის 104-ე საშუალო სკოლის „არევიკ“ გუნდის შესრულებით, ქორმაისტერ მარინე არშაკიანის ხელმძღვანელობით. ფონდის თავმჯდომარე ემა ახტიანმა ისაუბრა ფონდის ისტორიის, მისი შექმნის იდეის ფონდის თანათავმჯდომარეებმა ინგა აღეკიანმა და აიდა ბარსეღიანმა დამსწრეებს საზეიმო ღონისძიება ლამაზად მიჰყავდა ანა მიქაელიანს, პარალელურად წარმოადგენდნენ „არევიკ“ ფონდის საქმიანობის შესახებ ვიდეომასალას, სხვადასხვა ქვეყნებიდან მიღებული მილოცვებით. სიმღერით, ცეკვით, დეკლამაციით ფონდს იუბილე მიულოცეს „ჰაიარტუნ“ ცენტრის ფონდს იუბილე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს პოეტმა და მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ესგ-ის პროგრამების კოორდინატორმა კარინა მანუკიანმა, საქართველოს სომეხ ბიზნესმენთა კავშირის თავმჯდომარე სამველ აღეკიანმა, პეტროს ადამიანის დამსწრეებს კურთხევისა და დაფასების სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, ვინც მაღალი შეფასება მისცა ფონდის ნაყოფიერ საქმიანობას, მაღალი შეფასება მისცა ზეიმის მხატვრული ნაწილის გამოსვლებს, რომლებიც დაიწყო პატარებით, შემდეგ გაიზარდნენ, ჩამოყალიბდნენ და განვითარდნენ ამ ცენტრში, შემდეგ ღონისძიებას ამშვენებდნენ რობერტ ნერსესოვის სამხატვრო წრის აღსაზრდელების, გარი არუშანიანის და იური არუტიუნივის ნამუშევრები. |