„ოვანეს თუმანიანის სახლის "თბილისური მოზაიკა |
![]() |
![]() |
![]() |
სიახლეები |
საღამო ერთობლივად იყო მოწყობილი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო და კულტურული ცენტრის და საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის მიერ. იგი მიეძღვნა ქართველი კლასიკოსის, საყვარელი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილეს. ღონისძიებას დასწრებით პატივი დასდეს საქართველოში სომხეთის საელჩოს დიპლომატებმა არტურ სარგსიანმა, არტაკ გრაბსკიმ და ელინა მკრტჩიანმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სომხური და ქართული ლიტერატურის, ხელოვნების, ინტელიგენციის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები. მისასალმებელი სიტყვით ღონისძიება გახსნა ცენტრის ხელმძღვანელმა გისანე საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერი მოძღვარი, ღირსი მღვდელი სამველ თოროსიანი მიესალმა დამსწრეებს, მათ გადასცა საქართველოს საქართველოს "ოქროს ფონდის" თავმჯდომარემ, ცნობილმა მწერალმა და მთარგმნელმა მაყვალა გონაშვილმა ისაუბრა ძველი თბილისისთვის დამახასიათებელ ხალხებს შორის არსებულ ისეთ ურთიერთობებზე, სადაც არ იყო ეროვნული დისკრიმინაცია, რწმენაზე ზეწოლა, ტრადიციების დაცინვა. ქართველი ბავშვი იზრდებოდა პატარა გიქორისადმი სიყვარულით, სომეხი ახალგაზრდა შთაგონებული იყო "მერანის" უშიშარი ჭენებით. საზეიმო ღონისძიებას ზოგადად და კერძოდ სომხურ-ქართულ მეგობრობას გაუსვეს ხაზი თავიანთ გამოსვლებში საქართველოს კულტურის ყოფილმა მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, საქართველოს მწერალთა კავშირის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ჟურნალ "ცისკრის", რედაქტორმა, მწერალმა ბაღათერ არაბულმა, პოეტმა და მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა, მინიატურისტმა მერუჟან შაუმიანმა, გაზეთ "ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა და სხვებმა. თუმცა, კრიტიკული სიტყვები
საკუთარი ნაწარმოებებით დამსწრეებს მიესალმნენ ახალგაზრდა პოეტები ქეთევან ნათელაძე, მონიკა ქურქჩიანი და ნიკა ქვრივიშვილი. ღონისძიებით თუმანიანის სახლი კვლავ დაუბრუნდა ოდესღაც პოეტის სახლისთვის დამახასიათებელ სომხურ-ქართულ მეგობრობის სულისკვეთებას, სიყვარულით და სითბოთი აღსავსე მშვენიერ საღამოებს. |