1geo

fb you od

სომხეთის იუსტიციის მინისტრი ეწვია სომხურ ეკლესიას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a2017 წლის 20 ოქტომბერს,  ორდღიანი სამუშაო ვიზიტით თბილისში მყოფი სომხეთის რესპუბლკის  იუსტიციის მინისტრი დავით ჰარუთიუნიანი    ეწვია საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიას.

მაღალი რანგის სტუმარს დახვდნენ ეპარქიის DSC02115მღვდელმსახურები და თანამშრომლები. ეკლესიის სულიერი მოძღვარი, ღირსი მღვდელი  ვირაპ ღაზარიანი მიესალმა სტუმრებს და მათ გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და კეთილი მობრძანება სურვილი.

DSC02122მამა ვირაპმა მინისტრს და მის თანმხლებ პირებს წარუდგინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის ტაძრები, კერძოდ „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესია, უამბო მე-19 საუკუნეში აგებული ეკლესიის ისტორია, ჩატარებული სარემონტო სამუშაოები და 2011 წელს სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის, გარეგინ მეორის მიერ ეკლესიის ხელახალი კურთხევის ისტორია.  

 შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს „ჰაიარტუნ“ ცენტრი. „სურბ მოვსეს ხორენაცი“ DSC02139საბავშვო ბაღის აღსაზრდელები  მაღალი რანგის სტუმრებს დახვდნენ სომხეთის რესპუბლიკის ჰიმნის შესრულებით. ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორმა ევგენია მარკოსიანმა  სტუმრებს უამბო „ჰაიარტუნ“ ცენტრის შენობის, აქ მოქმედი სომხური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლების, შემოქმედებითი ჯგუფების, ცეკვის ანსამბლის, სიმღერის გუნდების საქმიანობის შესახებ და ხაზი გაუსვა არა მხოლოდ დედა სამშობლოში ორგანიზებულ ღონისძიებებში მათ მონაწილეობას, არამედ ეროვნული DSC02155კულტურის საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში წარმოჩენას.  მასპინძელმა ასევე ხაზი გაუსვა დედა სამშობლოს მთავრობის მუდმივ ყურადღებას თბილისის სომხური  სათვისტომოს ცხოვრებისადმი, კერძოდ მადლიერების სიტყვა თქვა სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს მისამართით, ეპარქიის ეგიდით მოქმედი ცენტრების   მხარდაჭერისათვის.   

ბატონმა დავით ჰარუთიუნიანმა დაუფარავი გაკვირვებით და სიხარულით, მაღალი DSC02160შეფასება მისცა ცენტრის საქმიანობას, რომელიც ხორციელდება თბილისელი სომხების კონსოლიდაციით და  მიმართულია სომხური თვითმყოფადობის შენარჩუნებისკენ.   

შემდეგ იუსტიციის მინისტრი  ეწვია საქართველოს სომეხთა ეპარქიის   "ოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურულ   და ახალგაზრდულ  ცენტრს, სადაც სტუმრებს ოვანეს თუმანიანის სახლის, შენობის შეძენის, ჩატარებული სარემონტო სამუშაოების და საქმიანობის მიმართულებები გააცნო ცენტრის ხელმძღვანელმა გისანე ჰოვსეფიანმა.სტუმრებმა დაათვალიერეს ცენტრის ოთახები, დაინტერესდნენ ბიბლიოთეკით  და აღფრთოვანებულნი იყვნენ აივნიდან გაშლილი ხედით.  

IMG 5975მიუხედავად იმისა, რომ დროში  შეზღუდულნი იყვნენ, სტუმრებმა  უყურეს დოკუმენტურ  ფილმს, რომელიც ასახავს მწერლის სახლს -  სარემონტო სამუშაოებამდე და  მის დღევანდელ მდგომარეობას.

კმაყოფილების და მადლიერების თბილი  სიტყვის თქმის შემდეგ, სომხეთის რესპუბლიკის  იუსტიციის მინისტრმა  დავით ჰარუთიუნიანმა  ვიზიტი გააგრძელა სამართლებრივ სფეროში სომხურ-ქართული     თანამშრომლობისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობით.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)