საქართველოს სომეხთა ეპარქიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ზეიმში ერებუნი-ერევანი -2799 |
სიახლეები |
ერევნის ერებუნი ადმინისტრაციული რაიონის ხელმძღვანელის, დავით გრიგორიანის, მიწვევით, 2017 წლის 14-16 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს დელეგაციამ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო ზეიმში ერებუნი-ერევანი- 2799. ვიზიტის ფარგლებში, „მეგერიანის ფარდაგის“ ქარხანაში ადმინისტრაციული რაიონის ხელმძღვანელმა დავით გრიგორიანმა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქ ერევნის ერებუნი ადმინისტრაციული რაიონის და საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს თანამშრომლობას, რაც ხელს შეუწყობს დედა სამშობლოსთან კავშირების განმტკიცებას. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მაღალი შეფასება მისცა ადმინისტრაციული რაიონის ხელმძღვანელის ყურადღებას საქართველოს სომეხთა ეპარქიის საქმიანობისადმი, რაც უკვე აღინიშნა ურთიერთვიზიტებით. ეპარქიის წინამძღვრის სიტყვით, შეთანხმებაში დაფიქსირებული თანამშრომლობა აუცილებლად იქნება ეფექტური და ახალ გვერდს გადაშლის ორი სტრუქტურების ქრონოლოგიაში. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, მხარეები “მეგერიანის ფარდაგის“ ქარხნის დამფუძნებლის, რაფი მეგერიანის თანხლებით გაეცნენ მუზეუმის ექსკლუზიურ ექსპონატებს და დაესწრნენ ოფიციალურ ვახშამს. საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსომ საჩუქრები გადასცა რაიონის ხელმძღვანელს, დავით გრიგორიანს და „მეგერიანის ფარდაგის“ ქარხნის დირექტორს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ერებუნის უბნის საზეიმო ღონისძიებებში. ლამაზი და გემოვნებით გაფორმებული პავილიონები ჭეშმარიტად სომეხი ადამიანის კრეატიული იდეების და ხელნაკეთობების შექმნის მაღალი გემოვნების დემონსტრირება იყო. ერებუნი-ერევანი ზეიმი -2799-ის საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორი ლევონ ჩიდილიანი, ვინც თბილისის სომხური სათვისტომოს მილოცვა და კეთილი სურვილები გადასცა ქალაქ ერევნის, კერძოდ უძველესი ქალაქის სახელის მატარებელი ერებუნის ადმინისტრაციული რაიონის მცხოვრებლებს. გამომსვლელმა ხაზი გაუსვა სამშობლოს მარად ახალგაზრდა დედაქალაქის როლსა და მნიშვნელობას დიასპორაში მცხოვრები სომხებისთვის. "ერებუნი-ერევანი - 2799" დღესასწაულს ლამაზი ელფერი შეჰმატეს "ჰაიარტუნ" ცენტრის სოლისტებმა ანა ბადალიანმა და ანი ჰოვანისიანმა - სომხური და ქართული სიმღერების შესრულებით. ერევანში ნამდვილად ის კომეტაა, რომელიც ანათებს ყველა სომეხის სულს, აკავშირებს სამშობლოსთან, და ამით ხდება პატრიოტიზმის და ერის სიყვარულის მაცოცხლებელი წყარო. ვიზიტის დღეები იყო საინტერესო და სავსე ბედნიერი მოვლენებით.ადმინისტრაციული რაიონის საზოგადოებრიობასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის, არტურ ოსიპიანის თანხლებით, დელეგაცია ეწვია ერებუნის ისტორიულ- არქეოლოგიურ მუზეუმს, გაეცნო იმ ექსპონატებს , რომლებიც მოწმობენ ქალაქის 2799 წლიან ისტორიას, უდაო ფაქტებით. განსაკუთრებით საინტერესო იყო ვიზიტი მხატვარ, ეროვნული კულტურის მკვლევარ, წიგნების ავტორ ლუსიკ აგულეცი-სამველიანის სახლ-მუზეუმში, სადაც დელეგაციის წევრები თბილად მიიღეს ეთნოგრაფმა ქალბატონმა და მისმა რძალმა, მსახიობმა გაიანე სამველიანმა. მასპინძლებმა საინტერესო კომენტარებით წარმოადგინეს ეროვნული, საყოფაცხოვრებო და კულტურის ნიმუშები, მოქანდაკე სამველიანის კოლექციები. ვიზიტის დღეებში საქართველოს სომეხთა ეპარქიის დელეგაცია, ეპარქიის წინამძღვრის ხელმძღვანელობით დაესწრო ჯინიშიანის ხსოვნის ფონდის იუბილესადმი მიძღვნილ ჰაკობ პარონიანის „პატივცემული მათხოვრები“ წარმოდგენის პრემიერას, რომლის მთავარ როლს ასრულებდა თბილისის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილი, ამჟამად ერევნის სუნდუკიანის სახელობის დედა თეატრის წამყვანი მსახიობი ალბერტ საფარიანი. საქართველოს სომეხთა ეპარქიის დელეგაცია მიიღო, სიამოვნებით გაუმასპინძლდა და ეროვნული მივიწყებული კერძების შესახებ საინტერესო ცნობები მიაწოდა სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებულმა მზარეულმა სედრაკ მამულიანმა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს დელეგაცია, ეპარქიის წინამძღვრის სახელით, მადლობას უხდის ერევნის ერებუნის ადმინისტრაციულ რაიონს, თბილი მიღებისთვის. ვიზიტის დღეები დელეგაციის წევრებისთვის ნათელი შთაბეჭდილებებით დაუვიწყარი დღეები იყო. |