1geo

fb you od

თბილისის სომხური თეატრი სტუმრობდა თუმანიანის სახლში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

IMG 57312017 წლის 13 ოქტომბერს,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის   "ოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურული  და ახალგაზრდული  ცენტრი  მასპინძლობდა თბილისის   პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის   შემოქმედებით  გუნდს,  სამხატვრო ხელმძღვანელის, არმენ ბაიანდურიანის, დირექტორის, ლუიზა    ხაჩატრიანის, ხელმძღვანელობით.

შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის ხელოვნების მოყვარული საზოგადოების 1წარმომადგენლები, სომხური უძველესი თეატრის   თაყვანისმცემლები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, სათვისტომოს სტრუქტურათა ხელმძღვანელები.    

ღონისძიებას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

ღონისძიების ინიციატორები და ორგანიზატორები იყვნენ ასოციაცია „სომხური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქართველოში“ და თბილისის „სურბ გევორგ საკათედრო ეკლესიის მოყვარულ ქალთა  კავშირი“, "ოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურულ   და ახალგაზრდულ  ცენტრთან თანამშრომლობით.

2საუფლო ლოცვას და ეპარქიის წინამძღვრის კურთხევას მოჰყვა "ოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურული  და ახალგაზრდულ  ცენტრის ხელმძღვანელის, გისანე ჰოვსეფიანის, მისასალმებელი სიტყვა, რომელშიც ცენტრის ხელმძღვანელმა წარმოადგინა  თუმანიანის სახლის ეპარქიისთვის გადაცემის ისტორია და ცენტრის მომავალი პროგრამების შინაარსი.  

„სომხური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქართველოში“ ასოციაციის თავმჯდომარემ, პროფესორმა ემა ახტიანმა ხაზი გაუსვა სამეცნიერო ცენტრის საქმიანობის იმ მიმართულებას, რომლის მიზანი ეროვნულ  სტრუქტურებთან და სათვისტომოს წევრებთან  კითხვა-პასუხის ფორმატში   მოწყობილი შეხვედრებია, რომლებიც  ხელს უწყობს ამ სტრუქტურების პროგრამების სწორად განსაზღვრას.

თეატრის მოყვარულებს, ვინც შვიდი წლის განმავლობაში ნოსტალგიით ელის საკუთარ 3თეატრში წარმოდგენის ყურებას, მათ, ვინც აფასებენ მსახიობთა სასცენო თამაშს - უბრალოდ თეატრის მაყურებელს, შესაძლებლობა მიეცა    თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისგან, არმენ ბაიანდურიანისგან მოესმინა  ფონდ „ქართუს“ მიერ დაწყებული კაპიტალური სარემონტო სამუშაოების შესახებ, ეხილათ ხელოვნების ამ  დიდებული სახლის  მაკეტის გამოსახულება. მაყურებელი გაეცნო იმ კონცეფციას, რომლის თანახმად,    ორი წლის აღდგენითი სამუშაოების  შემდეგ  აპირებს საქმიანობის გაგრძელებას თეატრი,  თავის სახლში - უძველეს და პროფესიონალურ თეატრში.

სამხატვრო ხელმძღვანელმა  ხაზგასმით ისაუბრა ბოლო წლების აქტიური შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ - პრემიერებით, გასტროლებით, ფესტივალებში მონაწილეობით,   ჯილდოებით და სიგელებით. არმენ ბაიანდურიანმა სიტყვის დასასრულს მიულოცა თეატრის    წამყვან  მსახიობს, მელანია ბარსეღიანს, სომხეთის რესპუბლიკის   დამსახურებული მსახიობის წოდების მინიჭება, რაც დამსწრეებმა მიიღეს თბილი  ოვაციებით.   

4დამსწრეებმა თეატრის პერსონალისგან მოისმინეს პასუხები კითხვებზე, რომლებიც ეხებოდა თეატრის  რეპერტუარს, სასცენო მეტყველებას, სტუდენტებს, არასომხურენოვან ახალგაზრდობას და საერთოდ სომხების სომხურ თეატრთან დაახლოებას.   

ღონისძიება შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა.    მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. მეუფემ ხაზი გაუსვა თეატრის - თავის მაყურებელთან უშუალოდ კონტაქტის, მისი შეფასების და აზრის გაგების საჭიროებას. მეუფე ვაზგენმა აღნიშნა ამ კულტურული კერის მნიშვნელობა ეროვნული ხელოვნების განვითარების,    სომხურ-ქართული კულტურული კავშირების  გაღრმავების და თბილისელი სომხების  თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში. ეპარქიის წინამძღვარმა ისაუბრა საზოგადოების ყველა ფენის ხელოვნების ამ სახეობასთან დაახლოების, სასცენო ხელოვნების მიმართ სიყვარულის შთაგონების საჭიროებას, რომელშიც ჩაერთვება ეპარქია, თავისი სულიერი მსახურებით და საერო პერსონალით.   

ბოლოს მეუფე ვაზგენმა დაფასების სიტყვა თქვა ერის ცნობილი შვილის, აქტიური საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე უთმაზიანის მისამართით, თბილისის სომხური სათვისტომოსა  და თუმანიანის სახლში თოჯინების თეატრის ჩამოყალიბების  საქმეში5 მრავალმხრივი დახმარების აღმოჩენაში.  

შეხვედრას  დეკლამაციით, სიმღერით და გამოსვლებით,  მხატვრული იმპულსი შესძინეს ღვაწლმოსილმა მსახიობებმა   რობერტ ჰოვანისიანმა, მელანია ბარსეღიანმა, რომა მათიაშვილმა, ლევონ უზუნიანმა, ნანო პოღოსიანმა, ჰენრიხ პეტროსიანმა და სხვებმა,

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა "ოვანეს თუმანიანის სახლს" აჩუქა დიდი ლორელის სახელობის ყოფილ ბიბლიოთეკაში დაცული   ოვანეს თუმანიანის უძველესი ფოტოსურათი, რომლის ადგილი ნამდვილად მისი სახლ-მუზეუმია.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)