შეხვედრა ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სომხურენოვან სტუდენტებთან |
სიახლეები |
2017 წლის 11 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში ხალხმრავლობა იყო. აქ იყვნენ შეკრებილნი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების და 1 + 4 პროგრამით საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტები. შეხვედრა ინიცირებული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების მიერ. განყოფილების დირექტორი ვალერი ბადალიანი მიესალმა დამსწრეებს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა გადასცა მათ. განყოფილების დირექტორმა ახალმოსულებს გააცნო საქართველოს სომეხთა ეპარქიის, კერძოდ ახალგაზრდობის განყოფილების, საქმიანობის მიმართულებები, მიზნები პროგრამები. ვალერი ბადალიანმა აღნიშნა ის ყურადღება და მხარდაჭერა, რომელიც აქვთ თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს ეპარქიისგან. მომხსენებელმა დამსწრეებს ასევე აცნობა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური პოლიტიკისა და ინფორმატიკის ფაკულტეტის სტუდენტების, ჰარუთ მალხასიანის და სტეფან ევაჯიანის მადლიერი ინიციატივის შესახებ, რომლის მიზანი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტებისთვის მოხალისეობრივი დახმარების აღმოჩენაა. მათთვის მიმართულებების მიხედვით და სხვადასხვა საგნებში ეწყობა დამატებითი სასწავლი კურსები. ჰარუთიუნ მალხასიანმა და სტეპან ევაჯაიანმა ისუბრეს თავიანთი ინიციატივის ეფექტიანობასა და მხარდაჭერაზე. ხაზი გაუსვეს თბილისის სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების და ახალგაზრდობის განყოფილების კოორდინატორის ნინა სეროპოვას სასწავლო კურსების გაგრძელების მზაობას. გაიჟღერა ინიცატივამ - სასწავლო კურსები დაიწყოს მათემატიკისა და ინგლისური ენის პროგრამით, მეორე სემესტრში გაფართოების ტენდენციით. კურსები ჩატარდება კვირაში ერთხელ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში. გარდა ცოდნის გაღრმავებისა და ქართული ენის ფლობის დონის ამაღლებისა, აღნიშნული კურსები სომეხი სტუდენტი ახალგაზრდებისთვის კონსოლიდაციის და ეკლესიის მოყვარული საქმიანობის პლატფორმად იქცევა. მოხალისეთა მიერ წამოწყებული კურსები დაიწყო 13 ოქტომბერს, ინგლისური ენის მეცადინეობით. |