შეხვედრა ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სომხურენოვან სტუდენტებთან |
![]() |
![]() |
![]() |
სიახლეები |
შეხვედრა ინიცირებული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების მიერ. განყოფილების დირექტორი ვალერი ბადალიანი მიესალმა დამსწრეებს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა გადასცა მათ. განყოფილების დირექტორმა ახალმოსულებს გააცნო საქართველოს სომეხთა ეპარქიის, კერძოდ ახალგაზრდობის განყოფილების, საქმიანობის მიმართულებები, მიზნები პროგრამები.
ჰარუთიუნ მალხასიანმა და სტეპან ევაჯაიანმა ისუბრეს თავიანთი ინიციატივის ეფექტიანობასა და მხარდაჭერაზე. ხაზი გაუსვეს თბილისის სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების და ახალგაზრდობის განყოფილების კოორდინატორის ნინა სეროპოვას სასწავლო კურსების გაგრძელების მზაობას. გაიჟღერა ინიცატივამ - სასწავლო კურსები დაიწყოს მათემატიკისა და ინგლისური ენის პროგრამით, მეორე სემესტრში გაფართოების ტენდენციით.
გარდა ცოდნის გაღრმავებისა და ქართული ენის ფლობის დონის ამაღლებისა, აღნიშნული კურსები სომეხი სტუდენტი ახალგაზრდებისთვის კონსოლიდაციის და ეკლესიის მოყვარული საქმიანობის პლატფორმად იქცევა. მოხალისეთა მიერ წამოწყებული კურსები დაიწყო 13 ოქტომბერს, ინგლისური ენის მეცადინეობით. |