1geo

fb you od

თუმანიანის სახლის პირველი ლიტერატურული საღამო PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

222919342017 წლის 7 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის   "ოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურულ  და ახალგაზრდულ  ცენტრში გაიმართა პირველი ლიტერატურული საღამო, რუბრიკით  „ვკითხულობთ თუმანიანს“.    ღონისძიებას ესწრებოდნენ სომეხი და ქართველი მწერლები, მთარგმნელები, მეცნიერები.    დამსწრეებს გადასცა რა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა, ღონისძიება გახსნა ცენტრის ხელმძღვანელმა გისანე ჰოვსეფიანმა, ვინც წარმოადგინა თუმანიანის სახლის, მისი შეძენის და საქართველოს სომეხთა ეპარქიისთვის  მისი ჩუქების ისტორია. 2ცენტრის საქმიანობაზე საუბრისას, მომხსენებელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ცენტრის პრიორიტეტული მიზანი ამ სახლის ოდინდელი თუმანიანისეული სიყვარულისა და მეგობრობის ატმოსფეროს აღდგენაა. „დღეს ამ სახლში არიან ისინი, ვინც ასი წლის წინაც აქ იქნებოდნენ, თუმანიანის თანამედროვეები რომ ყოფილიყვნენ.  „მადლიერნი ვართ ერის დიდი ქველმოქმედების, საქართველოს სომეხთა ეპარქიისა, ეპარქიის წინამძღვრის სახით,  იმისთვის, რომ თუმანიანის სახლის კარი ისევ გაიხსნა და ჩვენ გაგვხადა  თუმანიანისეული დიდი საიდუმლოს აღორძინების თანამონაწილე  და მოწმე“, - აღნიშნა გისანე ჰოვსეფიანმა.

ცენტრს  სტუმრებისთვის სურპრიზი-საჩუქრები ჰქონდა მომზადებული - თუმანიანის ტაეპებით „საჩუქარ-  პერგამენტები", რაც მკითხველს   უნებლიედ ტაეპის  ინტერპრეტაციისკენ უბიძგებდა, რომ  ეთქვათ თავიანთი    სურვილები თუმანიანის სახლის, ცენტრის და    სამომავლო თანამშრომლობის პროგრამებზე.

3საღამოს განმავლობაში წაიკითხეს ასევე   პოეტის, მთარგმნელის ანაჰიტ ბოსტანჯიანის მისასალმებელი სიტყვა თუმანიანის სახლის ხელახალ  გახსნასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ პოეტმა ვერ იცოცხლა სახლის გახსნამდე. მისი ხსოვნის პატივსაცემად გადაწყდა მომდევნო შეხვედრა მიეძღვნას ანაჰიტ ბოსტანჯიანის ნაწარმოებს.   

 პოეტმა, მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა სომხურის პარალელურად წაიკითხა ტაეპების ქართული თარგმანები. „ეს სახლი    სიყვარულის, მეგობრობის კერა იყო, და ძალზედ სასიხარულოა, რომ ჩვენს საყვარელ თბილისში აღდგება თუმანიანის   კეთილი ტრადიცია“, -   განაცხადა გივი შაჰნაზარმა.

ღონისძიების დროს   შემოთავაზებულ იქნა ლიტერატურული ნამუშევრების კითხვისადმი1 მიძღვნილი შეხვედრებს მიეცეს უწყვეტი ხასიათი.    მწერალმა, მთარგმნელმა არტემ გრიგორენცმა გააჟღერა წინადადება - ინტერნეტში შეიქმნას  სივრცე - ცენტრის გარშემო კონსოლიდირებული ინტელიგენციის წარმომადგენლების ნამუშევრების გასაჯაროების და განხილვისთვის.   

აქვე დავძენთ, რომ  ოფიციალური გახსნის შემდეგ, თანდათან ივსება "ოვანეს თუმანიანის სახლი" ცენტრის ბიბლიოთეკა. მერუჟან შაუმიანმა, თუმანიანის   ტაეპის წაკითხვის   შემდეგ,   ცენტრს აჩუქა შვიდი დასახელება წიგნი, მათ შორის ვალერი ბრიუსოვის შედგენილი „სომხური ანთოლოგიის“  1915 წლის გამოცემა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)