1geo

fb you od

სომხეთიდან და არცახიდან ჩამოსული სტუმრები ეწვივნენ სომხურ ეკლესიას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1საქართველოს მშვენიერი  დედაქალაქის დღესასწაულს - თბილისობას, ათწლეულების  ისტორია   აქვს.  ყოველ ჯერზე უძველესი მრავალეროვანი ქალაქის კოლორიტულ  დღესასწაულში მონაწილეობის სიხარულით ტკბება უამრავი სტუმარი სხვადასხვა ქვეყნებიდან. წელს სპეციალურად თბილისობის დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად ქალაქის ყოფილი მცხოვრებლების, ამჟამად მოსკოვში 2მცხოვრები რობერტ და ლამარა ათოიანების და ერევანში მცხოვრები გრიგორი ჰარუთიუნიანის ინიციატივით, ერევნიდან და არცახიდან მოეწყო ტურისტების ვიზიტი თბილისში.    

2017 წლის 8 ოქტომბერს, დილას სომეხი ტურისტები ეწვივნენ ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიას. ყვავილებით შეამკეს ერის დიდებული შვილის, ქველმოქმედ  ალექსანდრე მანთაშიანცის ბიუსტის კვარცხლბეკი, სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს უძველეს  ტაძარში.  

სომხეთიდან, არცახიდან და მოსკოვიდან ჩამოსული სტუმრები, საქართველოს სომეხთა 3კავშირის თავმჯდომარის, ჰენრიხ მურადიანის  და საზოგადო მოღვაწე სამველ აღეკიანის თანხლებით, „ჰაიარტუნ“ ცენტრის რეზიდენციაში მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. მეუფე ვაზგენმა სტუმრებს უამბო სომეხთა ეკლესიის გარშემო საქართველოს სომხური სათვისტომოს, კერძოდ თბილისელი მორწმუნეების კონსოლიდაციის, თბილისის მოქმედი და ჩამონგრეული ეკლესიების, მორწმუნეების, „ჰაიარტუნ“ ცენტრის საქმიანობის შესახებ.

 სტუმრები ასევე ესტუმრნენ თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა 4ხოჯივანქის პანთეონს, ყვავილებით შეამკეს სომეხ დიდებულთა საფლავები.   

აქვე დავძენთ, რომ სტუმრები ჩაერთნენ „თბილისობის“ დღესასწაულში, წინა დღეს ქალაქის ისტორიულ უბნებში - მეიდანში, ორთაჭალასა და რიყეში მიმდინარე სადღესასწაულო ღონისძიებებში, დააგემოვნეს ქართული ეროვნული სამზარეულოს კერძები და სხვა ნობათი, გააფართოეს რა ვიზიტის ფარგლები, ეწვივნენ მცხეთას, სანთლები დაანთეს ჯვრის მონასტერსა და სვეტიცხოვლის ტაძარში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)