1geo

fb you od

თბილისელი სომეხი მორწმუნეების მომლოცველობა ვარაგავანქში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a1ვარაგის წმინდა ჯვრის დღესასწაული სომეხთა   სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი      დღესასწაულია. ამ დღესასწაულს აღნიშნავს მხოლოდ  სომეხთა ეკლესია და მას აქვს ეროვნული დღესასწაულის   რეზონანსი.   დღესასწაული მოძრავია.

 უკვე მეორე წელია დღესასწაულის დღეს ეწყობა თბილისელი სომეხი მორწმუნეების1 მომლოცველობა ვარაგავანქში. წელს მომლოცველობის ორგანიზატორი ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის კანდელაკი მღვდელი მანუკ ზეინალიანი იყო, მხარდამჭერი - ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილება.    

2017 წლის 1 ოქტომბერს, გამთენიისას, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით და კეთილი სურვილებით, ასზე მეტი მორწმუნე მოსალოცად გაემგზავრა სომეხთა   სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ტავუშის ეპარქიის ახალ ვარაგავანქში     (სომხეთის რესპუბლიკა). მომლოცველებს თან ახლდნენ მღვდელი მანუკ ზეინალიანი, დიაკვანი    გევორგ ანტონიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის თანამდებობის პირები - ვალერი ბადალიანი, ლევონ ჩიდილიანი, სუსანა ხაჩატრიანი, ევგენია მარკოსიანი და კოორდინატორი ნინა სეროპოვა.   

2თბილისელმა მომლოცველებმა, სხვადასხვა ქალაქებიდან და რაიონებიდან ჩამოსულ   ასობით სხვა მომლოცველთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საღმრთო ლიტურგიაში, რომელიც  წმინდა ვარაგის დღესასწაულთან დაკავშირებით აღავლინა ტავუშის ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა.   

წირვის დროს, მწირველმა მეუფემ სათანადოდ იქადაგა დღის საიდუმლოზე, ვარაგის 3წმინდა ჯვრის, უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის ერთი ნაწილის თაყვანისცემის, ქრისტიანების სიყვარულისა და პატივისცემის შესახებ. მეუფე ბაგრატმა მაღალი შეფასება მისცა ერის ღირსეული შვილების, სისტემა „იდეალის“ ხელმძღვანელის, ნორაირ ხაჩატრიანის, რაფიკ მანუჩარიანის და სხვათა მხარდაჭერას და მზობას  ვარაგის მონასტრის რესტავრაციის საქმეში.

მეუფე ბაგრატმა აკურთხა სხვადასხვა ეპარქიებიდან სულიერი მამების წინამძღოლობით ჩამოსული მომლოცველები, თბილი სიტყვები თქვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, სულიერი მამის და თბილისიდან ჩამოსული მორწმუნეების მისამართით, 4რომლებიც ყოველწლიურად ჩამოდიან მე-10 საუკუნის ამ უძველეს მონასტერში.  

დღესასწაულთან დაკავშირებით უძველეს ეკლესიას თბილისელი მორწმუნეების სახელით   ღვთისმშობლის ხატი აჩუქა   მინიატურისტმა მერუჟან შაუმიანმა.

ამის შემდეგ, მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინიდან ახალ ვარაგავანქში ჩამოაბრძანეს უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის წმინდა ნაწილი. აღვნიშნოთ, რომ ვარაგის წმინდა ჯვარი ინახება სპეციალურ ჭურჭელში (ճաճանչ) , რომელიც   1902 წელს მომზადდა ირანის  სოფელ სანგიბარანში.

წირვის დროს ჯვრის ზიარება მიიღეს ასევე თბილისელმა მორწმუნეებმა.  

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, ახალი ვარაგავანქის მიმდებარე ტერიტორიაზე     მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ბაგრატ გალსტანიანის თავმჯდომარეობით და სხვადასხვა ეპარქიებიდან ჩამოსული სულიერი მამების მონაწილეობით შესრულდა ანდასტანის წესი, აკურთხეს მსოფლიოს ოთხი მხარე.

 სულიერმა მამებმა სიყვარულით აკურთხეს შესაწირი, რომელიც დაურიგდა ხალხს.5 თბილისელი  მომლოცველების შესაწირით გამასპინძლება მოაწყო შამშადინის რაიონის ქალაქ ბერდის „სურბ ჰოვანეს“ ეკლესიის ჯვრის ნათლიამ გალუსტ მელქუმიანმა. სისტემა „იდეალის“ ხელმძღვანელმა  საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის სახელით შემოწირულობა გააკეთა.    

თბილისელი მორწმუნეები სულიერად გამდიდრებულები გვიან საღამოს დაბრუნდნენ თბილისში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)