1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის საკათედრო ტაძარში აღინიშნა სურბ გევორგ მხედართმთავრის დღესასწაული PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1 2017  წლის 30 სექტემბერს,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში სურბ გევორგ მხედართმთავრის დღესასწაული   სათანადოდ აღინიშნა. ეს დღე ასევე იყო „სურბ გევორგ“ ეკლესიის მოლოცვის დღე.

დღე განსაკუთრებით სადღესასწაულო და საზეიმო იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის „სურბDSC01503 გევორგ“  საკათედრო ტაძარში.  მორწმუნეები განსაკუთრებული სიყვარულით იყვნენ მისულნი დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესიაში ჩასატარებელ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ხალხმრავლობა იყო ეკლესიაში და ეკლესიის ეზოში. თბილისის სომეხ მორწმუნეებს შეუერთდნენ მომლოცველები სომხეთის არმავირის თემის სოფელ ხათუნაკიდან, ირანიდან, კანადიდან. მორწმუნეები ჩამოვიდნენ ყოვლისშემძლე ტაძარში სალოცავად და მამაცი სურბ გევორგის კურთხევის და მადლის მიღების სურვილით.

DSC01510საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით, საღმრთო ლიტურგია აღავლინა  სომხეთის არმავირის თემის სოფელ ხათუნაკის „სურბ ნშან“ ეკლესიის ღირსმა მღვდელმა გევორგ კრტიკაშიანმა. საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის საელჩოს დიპლომატები, სათვისტომოს და ინტელიგენციის წარმომადგენლები, სტუმრები, ტურისტები.   

საღმრთო ლიტურგიის დროს, მამა გევორგმა  იქადაგა დღის საიდუმლოზე   -  ქრისტიანული რწმენისადმიDSC01525 გევორგ მხედართმთავრის ერთგულებასა  და   მის წამებაზე, ხაზი გაუსვა   თბილისელი სომხების დიდ სიყვარულსა და   ერთგულებას წმიდანისადმი, რომლის სახელზე   საუკუნეების განმავლობაში აქ  შენდებოდა ეკლესიები, მათ შორის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარიც, მადლიერების სიტყვები უთხრა  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს,  მის  ყოვლადუსამღვდელოესობას, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანს, მისი კურთხევის მიღებისთვის.

DSC01531საღმრთო ლიტურგიის შემდეგ,  მწირველმა მღვდელმა ყველა გევორგს მიულოცა დღესასწაული, მათ მოუწოდა, რომ იცხოვრონ მტკიცე რწმენით და ამაყად, ვინაიდან ქრისტეს ერთგული შვილები არიან.

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, „სურბ გევორგ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა ღირსმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა აკურთხა შესაწირი,   რომელიც დაურიგდა  ხალხს.   დღესასწაულთან დაკავშირებით,DSC01535   „სურბ გევორგ“ ეკლესიის მოყვარულ ქალთა კავშირის ინიციატივით და ეკლესიის ჯვრის ნათლიის, იური ერემიანის, მხარდაჭერით,  გაუმასპინძლდნენ დამსწრეებს.  

სურბ გევორგის სახელობის ტაძარი თბილისის ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა, რომელიც აიგო მე-13 საუკუნეში, იყო შუა საუკუნეების  სომხური ერთ-ერთი სულიერი, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი. ეკლესია საუკუნეების მანძილზე აერთიანებდა საქართველოს სომხებს, განსაკუთრებით თბილისელ სომხებს.

DSC01538 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)