"ალექსანდრე მანთაშიანც" ცენტრის ახალი სასწავლო წელი |
სიახლეები |
ზაფხულის თვეებში თითქმის არ დახურულა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის „ალექსანდრე მანთაშიანც“ საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ცენტრის კარი. აქ სამუშაოებმა შეიცვალა სახე - ტარდებოდა ფესტივალები, შეხვედრები, შემოქმედებითი ღონისძიებები, იღებდნენ სტუმრებს, მაგრამ ამ ყველაფერმა ხელი არ შეუშალა ცენტრის პედაგოგიურ პერსონალს, დირექტორ სონა ჰოვანისიანის ხელმძღვანელობით, სექტემბრის თვის პირველივე დღეებიდან სრული მზადყოფნით დაეწყოთ ახალი - 2017-2018, სასწავლო წელი. პირველად მეცადინეობები დაიწყო ცენტრის შემოქმედებით ჯგუფებში. მხატვრული კითხვისა და თეატრალურმა ჯგუფმა, სათენიკ დანელიანის, „ჰეღნარ“ ცეკვის ანსამბლმა, მერინე პოღოსიანის ხელმძღვანელობით, ჯერ კიდევ 2 სექტემბერს მიიღეს აღსაზრდელები და დაიწყეს მეცადინეობები. „აღბიურ“ სიმღერის გუნდის წევრებისა და ქორმაისტერ რუზანა ოგანესიანისთვის ძვირფასი იყო ყოველი დღე, ვინაიდან მათ ელოდათ „ვმღერით კომიტასს“ სრულიად სომხური ფესტივალი - სათანადოდ გამოსვლის პასუხისმგებლობით, ასევე სიამაყით. 2017 წლის 7 სექტემბერს, ბათუმელი სომეხი პატარები მიიღო ცენტრის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ საბავშვო ბაღმა. ოცდაათამდე პატარა, უმცროსების და უფროსების ჯგუფებით, პირველი დღეებისთვის დამახასიათებელი პატარების ტირილისა და არეულობის შემდეგ, გარდა თამაშებისა და სხვა გართობებისა, სონა ჰოვანისიანთან ერთად ემზადება ღია გაკვეთილისთვის, თემა - „ოქროს შემოდგომა“. 9 სექტემბერს, აღსაზრდელები მიიღო ასევე ბათუმის „სურბ მესროპ მაშტოც“ და ოზურგეთის „სურბ საჰაკ პართევ“ სომხური ენის სწავლების ერთდღიანმა სკოლებმა. მოსწავლეთა რაოდენობა ამ სკოლებში აღემატება 50-ს, თუმცა ოზურგეთში მოქმედებს მხოლოდ პირველი კლასი. მასწავლებლების, სათენიკ დანელიანის და ელენა სრაბიონიანის, ძალისხმევით ამ სკოლებში წიგნიერების პარალელურად ემზადებიან დაგეგმილი ღონისძიებებისთვის, რომელთაგან პირველი არის ღია გაკვეთილი თემაზე „ჩვენი დიდებულები“ . |