1geo

fb you od

კოპტი მომლოცველები - სომხური ეკლესიის საღმრთო ლიტურგიის მონაწილეები PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1-1 

კოპტ  მომლოცველთა ჯგუფი,  კოპტური მართლმადიდებელი ეკლესიის ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთი ნაწილის ეპარქიის წინამძღვრის,  ეპისკოპოს  იუსეფის ხელმძღვანელობით, მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში ვიზიტის და სრულიად სომეხთა კათოლიკოსთან, უწმინდესსა და უნეტარესთან, გარეგინ მეორესთან შეხვედრის შემდეგ,   თბილისში ჩამოვიდა.

2017 წლის 10 სექტემბერს, მოძმე ეკლესიის მომლოცველები ეწვივნენ  „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარს.  საქართველოს სომეხთა ეპარქიის  საეპოსკოპოსოში მიღებისა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევის შემდეგ,    მომლოცველებმა მონაწილეობა მიიღეს  საკვირაო ღვთისმსახურებაში, რომელიც აღავლინა „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, ღირსეულმა    მღვდელმა სამველ თოროსიანმა. საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი არტურ სარგსიანი.   

წირვის დროს, ეპარქიის ლიდერმა კეთილი მობრძანება უსურვა კოპტ   მომლოცველებს და მიესალმა მისი  ყოვლადუსამღვდელოესობის, იუსეფ ეპისკოპოსის დასწრებას.   მეუფე ვაზგენმა ისაუბრა სომეხთა ეკლესიისა და კოპტური მართლმადიდებელი ეკლესიის     მეგობრული ურთიერთობების შესახებ    და კოპტების წინამძღვარს შესთავაზა ქადაგებით გამოსვლა. მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს იუსეფის ქადაგება ინგლისურიდან თარგმნა გაეროში  საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გიორგი თუმასიანმა.  

 ეპისკოპოსმა იუსეფმა მადლობა გადაიხადა მიღებისათვის და ისაუბრა სომხურ კურთხეულ მიწაზე, სადაც წმინდა გრიგოლ განმანათლებელმა რწმენის ნათელი  მოიტანა, ხაზი გაუსვა, რომ მისი წყალობით სომხეთმა    პირველმა მიიღო  ქრისტიანობა  სახელმწიფო რელიგიად. მან ისაუბრა სომეხ ხალხზე,  რომლის შვილები ცხოვრობენ დიდი წმინდანის გავრცელებული  ქადაგებით და მისი შთაგონებული იმედით. ამ რწმენის იმედმა დაეხმარა სომეხ ერს გენოციდის    საშინელ დღეებში. მქადაგებელმა ხაზი გაუსვა, რომ გრიგოლ განმანათლებელს მოიხსენიებს ასევე   კოპტური ეკლესია და მის სახელზე სანთლებს ანთებს.  

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, სულიერი მამების წინამძღოლობით, დამსწრეებმა გადაინაცვლეს ეკლესიის ეზოში დასვენებული, ყოფილი წინამძღვრის, არქიეპისკოპოს გევორგ სერაიდარიანის  საფლავთან, მისი გარდაცვალების მე-15   წლისთავის ნიშნად.   საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თავმჯდომარეობით, მღვდელმა სამველ თოროსიანმა  პარაკლისი შეასრულა, გავრცელდა საკმევლის სურნელი. მორწმუნეებმა გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს ყოფილი წინამძღვრის საფლავი.

1 2 3 4 

5 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)