1geo

fb you od

დაუვიწყარი დღეები ახალციხის სასულიერო ბანაკში „ლუსავორჩი მანუკნერ“ (განმანათლებლის ბავშვები) PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1 

სამცხე-ჯავახეთის ეპარქიალური ვიკარიატის ახალციხის სულიერი ინსპექცია, ინსპექტორის, მღვდელმონაზონ ჰაკობ საჰაკიანის და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვრის, მღვდელ თორგომ ვარდანიანის, ინიციატივით და სოფელ პატარა პამაჭში დაბადებული ქველმოქმედის, ხაჩატურ ბაბოიანის სპონსორობით, რამდენიმე წელი ზედიზედ ახალციხეში ეწყობა ხუთდღიანი ბანაკი. სულიერი ინსპექციის ინიციატივით მას ეწოდება „ლუსავორჩი მანუკნერ“

წელსაც არ დაირღვა ტრადიციად ქცეული ლამაზი ინიციატივა. 2017 წლის 15-20 აგვისტოს, ახალციხიდან და მიმდებარე რაიონებიდან 13-17 წლის 70-მა მოზარდმა ზაფხულის დასვენება გაატარა სასულიერო ბანაკში.

ბანაკი მოეწყო „სუხლისის იაილა“ სახელწოდებით ტყეში, ბუნების წიაღში. ბანაკის ცხოვრება იყო ბედნიერი და სავსე საინტერესო ღონისძიებებით: სულიერი გაკვეთილები, ეროვნული სიმღერის, ცეკვის, პოეზიის, თემატური ესეების კონკურსები, სხვადასხვა თამაშები და სხვა.

სულიერი ინსპექცია ღრმა მადლიერებას გამოუხატავს ქველმოქმედ ხაჩატურ ბაბოიანს, ბანაკის რაზმის ხელმძღვანელსა და მზარეულს, ვარდუჰი იადოიანს, გაიანე სირაკანიანს და ყველა პირს, ვინც ხელი შეუწყო ბანაკის ცხოვრების საინტერესოდ და ბედნიერად გატარებას და ახალგაზრდებს აქ მხიარული და დაუვიწყარი დღეები გაატარებინეს.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრესსამსახური

1 1 1 2 1 3 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)