1geo

fb you od

დეკანოზმა ტათევ ჰარუთუნიანმა „სურბ გევორგ“ ეკლესიაში წირვა აღავლინა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a1 

2017 წლის 2 ივლისს, თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში საკვირაო საღმრთო ლიტურგია აღავლინა სომეხთა   სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის აშშ დასავლეთის ეპარქიის ქალაქ სან-ხოსეს „სურბ ანდრეას“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, დეკანოზმა ტათევ ჰარუთუნიანმა. წირვას ესწრებოდნენ როგორც თბილისელი მორწმუნეები, ასევე ამერიკიდან სულიერ მოძღვართან ერთად საქართველოში ჩამოსული 30-მდე მომლოცველი.

საღმრთო ლიტურგიის დროს, „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა დამსწრეებს წარუდგინა მწირველი-მღვდელი, რომელსაც საქართველოსა და კერძოდ ამ უძველეს საკათედრო ტაძართან მრავალი მოგონება აკავშირებს.

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ დეკანოზმა ტათევმა ისაუბრა   მშობლიურ  თბილისზე, აქ გატარებულ ბავშვობისა და  მოზარდობის წლებზე, ყოფილ  74-ე სკოლაზე. მამა ტათევმა   გაიხსენა მამამისის, ცხონებული დეკანოზის, ტათევ ჰარუთუნიანის, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში მსახურობის - 1971-83  წლებიც.      

მწირველმა მღვდელმა მადლიერებით გაიხსენა ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, არქიეპისკოპოსი გევორგ სერაიდარიანი, ვინც 20 წლის  წინ იგი მღვდლად აკურთხა და მას შემდეგ მას ოცნება ჰქონდა ღირსებოდა  თბილისის სურბ გევორგ საკათედრო ტაძრის საკურთხევლიდან  წირვა აღევლინა.

მამა ტათევმა მადლიერება გამოუხატა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს,  მის  ყოვლადუსამღვდელოესობა  ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანს, ვინც მამობრივი მფარველობით და კურთხევით ნება დართო აღევლინა წირვა-ლოცვა.

მწირველმა მღვდელმა ქადაგება დაასრულა ქრისტიანული რწმენისადმი სომეხი მორწმუნეების ერთგულების და   სიმტკიცის მოწოდებით.

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, აშშ-დან ჩამოსული  მომლოცველების საპატივცემულოდ  „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში მოეწყო სადილი.

ამერიკიდან ჩამოსული მომლოცველები ,მამა ტათევის წინამძღოლობით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის  კულტურის განყოფილების დირექტორის, „ჰაიარტუნ“  ცენტრის   ხელმძღვანელის,  ლევონ ჩიდილიანის თანხლებით, ეწვივნენ სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს, შემდეგ ესტუმრნენ „ჰაიარტუნ“ ცენტრს, დიდი ინტერესით დაათვალიერეს ცენტრის დარბაზები  და შეიტყვეს აქ მიმდინარე ეროვნული თვითმყოფადობის   შენარჩუნებისკენ  მიმართული საქმიანობის შესახებ. ცენტრის „ტარონ“ ცეკვის ანსამბლმა სტუმრებს აჩუქა  სომხური ცეკვა „ქოჩარი“.    

„სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერ  მსახურთან, მღვდელ მანუკ ზეინალიანთან ერთად ლოცვისა, და    სანთლების დანთების შემდეგ, შორეული სან-ხოსედან ჩამოსულმა მომლოცველებმა გეზი აიღეს   რუსეთისკენ, კერძოდ დედაქალაქ მოსკოვისკენ.

1 2 3 4 

5 6 7 8 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)