ბათუმელი სომხები - წმინდა მიწის მომლოცველები |
სიახლეები |
2017 წლის 4-11 მაისი საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის მორწმუნეთა ერთი ჯგუფისთვის იქცა ცხოვრების უბედნიერეს და დაუვიწყარ დღეებად. 18-მა ბათუმელმა მორწმუნემ, მიიღო რა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა, "სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის, აჭარის, გურიის და იმერეთის სომხების სულიერი მოძღვრის, მღვდელ არარატ გუმბალიანის ხელმძღვანელობით მოსალოცად გაემგზავრა იერუსალიმში. მომლოცველობა 7 დღეს გაგრძელდა, თითოეულ მომლოცველს აუხდა სანუკვარი ოცნება. ბათუმიდან ჩასულ მომლოცველებს დახვდათ და იქ ყოფნის დღეებში მათი მეგზური გახლდათ არქიმანდრიტი თეოდოროს ზაქარიანი, რითაც არქიმანდრიტმა დაიმსახურა ბათუმელ მომლოცველთა მადლიერება და დიდი პატივისცემა. სომხებისთვის, ვინც პირველმა აღიარა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად, და ვისაც იერუსალიმში სომეხთა საპატრიარქო აქვს, წმინდა მიწაზე, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის ერთ-ერთ საპატრიარქოში მომლოცველობა სანუკვარი ოცნებაა. და ჭეშმარიტად, სომეხთა მომლოცველობის ოქროს ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი გახდა ბათუმელი სომხების ეს მომლოცველობა ისრაელის, კერძოდ კი, სომხურ წმინდა ადგილებში. ამ დღეებში მორწმუნეები იყვნენ იერუსალიმში, წმინდა აღდგომის ტაძარში, სომხურ უბანში, „სურბ ჰაკობიანც“ მონასტერში, მდინარე იორდანეს სამლოცველოში, გალილეაში და ზღვის სანაპიროზე, მაცხოვრის მშობლიურ ბეთლემში, ხარების ტაძარში, თელ-ავივში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის მონასტერში. მათ ხვდათ წილად ბედნიერება მონაწილეობა მიეღოთ წმინდა აღდგომის პროცესიაში, წმინდა ცერემონიებში, ელოცათ და მთელი ღამე ტაძარში გაეტარებინათ. რა თქმა უნდა, ღვთის ყველა მსახურის უდიდესი ოცნებაა სხვა მორწმუნეებთან ერთად ლოცვა აღავლინოს და წმინდა მიწის წმინდა ადგილებში წირვა აღავლინოს. მამა არარატ გუმბალიანმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა წმინდა აღდგომის ტაძარში, წმინდა ქალწულის საფლავზე, სადაც მომლოცველებმა მიიღეს ზიარება. ღირსეული მღვდლის თანხლებით, ბათუმიდან ჩასული მომლოცველები სომეხთა საპატრიარქოში მიიღო პატრიარქმა, არქიეპისკოპოსმა ნურჰან მანუკიანმა. მომლოცველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა პატრიარქს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და საუკეთესო სურვილები, დამსწრეებმა მიიღეს პატრიარქის კურთხევა. მომლოცველები, მიღებული წარუშლელი შთაბეჭდილებებით სულიერად გამდიდრებულნი, დაბრუნდნენ საქართველოში, ოდესმე წმინდა მიწაზე ისევ დაბრუნების მოლოდინით. ბათუმელი მორწმუნეები ღრმა მადლიერებას გამოუხატავენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, მის ყოვლადუსამღვდელოესობას, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს, ადმინისტრაციულ -სამეურნეო ნაწილის დირექტორს, კარენ ერიციანს, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერ მოძღვარს, მღვდელ არარატ გუმბალიანს, მომლოცველობის მხარდაჭერისა და განხორციელებისთვის. |