1geo

fb you od

ქალაქ რუსთავში გაიხსნა სასულიერო, საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდობის ცენტრი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

rustavi 

1940-იანი წლებიდან ქალაქ რუსთავში დამკვიდრებული სომხების უკვე მესამე და მეოთხე თაობებმა, მართალია, შეინარჩუნეს თავიანთი თვითმყოფადობა, მშობლიური ენა - სამეტყველო დონეზე, და რწმენა სომხური ეკლესიისა, მაგრამ ისინი ყოველთვის გრძნობდენ სომხური აღზრდის და სომეხთა წმინდა ეკლესიის ღვთისმსახურების  საჭიროებას,   ეროვნული კულტურისა და  ისტორიის ცოდნის ნაკლებობას.   რუსთავში არ არის სალოცავი , სადაც სომხებს ღმერთთან საუბრის შესაძლებლობა ექნებათ, არ იყო სომხური სკოლა, სადაც სომეხი ბავშვი თავის მშობლიურ ენაზე წიგნიერებას ისწავლიდა, არ არის სტრუქტურა, სადაც სომხურად ექნებათ კომუნიკაცია სომეხ ადამიანთან და მას გაუზიარებენ სიხარულსა და პრობლემებს.   მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმეჯერ იყო  მცდელობა ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ გადადგმული ნაბიჯები არ იყო მყარი, არ   განვითარდა და ყველაფერი კვლავ დარჩა უცვლელად.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის განკარგულებით და მხარდაჭერით, ქალაქ რუსთავისა და მარნეულის რაიონის სომხების სულიერმა მოძღვარმა ნარეკ ღუშჩიანმა იკისრა ქალაქის სომხების ეროვნული აღორძინება და მათი ეკლესიის გარშემო კონსოლიდირება.     გულმოდგინე და ეფექტური მუშაობის შედეგად, ეპარქიის საეპისკოპოსოს მფარველობით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით,  ქალაქ რუსთავში   საზეიმოდ გაიხსნა სასულიერო,  განათლების, კულტურის და ახალგაზრდული ცენტრი.

2017 წლის 13 მაისი რუსთავის სომხებისთვის იქცა ისტორიულ დღედ, ვინაიდან საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“   განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრი, რომლის  მეურვედ დაინიშნა ღირსეული მღვდელი ნარეკ ღუშჩიანი.

ზეიმობდნენ რუსთაველი სომხები. იჯარით აღებული შენობა ქალაქის ცენტრში მდებარეობს - გარემონტებული და კეთილმოწყობილი,  აღჭურვილია ავეჯით და ტექნიკით.  ინტერიერის  სადღესასწაულო გაფორმებამ კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა ცენტრის ზეიმი.

ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის საელჩოს მრჩევლები კარენ მელიქიანი და კარენ პარუნაკიანი, კონსული ელინა მკრტჩიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის   წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, სტუმრები და მრავალი  რუსთაველი.

ღონისძიებას თავისი კურთხეული  დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა  ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. ეპარქიის წინამძღვარმა შესასვლელთან გაჭრა   ლენტი  და აკურთხა პური და მარილი, რითაც დახვდნენ მას.

სტუმრებს მიესალმა  და რუსთაველებს ეკლესიის გარშემო კონსოლიდირების, საკუთარი თვითმყოფადობის  შენარჩუნების დიდი სურვილის და მზაობისთვის მიულოცა მამა ნარეკ ღუშჩიანმა, მათ შესთავაზა, რომ იყონ     ახლად გახსნილი ცენტრის  მამოძრავებელი ძალა  და უანგაროდ მიუძღვნან თავი რწმენის შენარჩუნებას,  შვილების  სომხური სულისკვეთებით  აღზრდას, თავიანთი ენის, ღირებულებების, ტრადიციების გავრცელებას.    

 კურთხევისა და კეთილი სურვილების სიტყვით რუსთაველებს მიმართა, ახალი ცენტრის გახსნა მიულოცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ,  ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. მეუფემ განაცხადა, რომ ცენტრს ეწოდება „სურბ     გრიგორ ნარეკაცი“. ცენტრში  იქნებაეღიშეს სახელობის   საკვირაო სკოლა,    სადაც  მსურველები შეძლებენ სომხური წიგნიერების დაუფლებას,    გაეცნობიან თავიანთ სულიერ,    კულტურულ  და ისტორიული მემკვიდრეობას, სიმღერის გუნდი „ბერკრი“, სადაც ისწავლიან როგორც     სულიერ, ასევე ხალხურ  და საესტრადო სიმღერებს, და „ნემრუთ“ ცეკვის ანსამბლი, სადაც იცეკვებენ სომხურ „ქოჩარის“, „იახუშტას“  და სხვა ცეკვებს. ეპისკოპოსმა ვაზგენმა ხაზი გაუსვა ცენტრის მისიას -   სულიერი, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, განვითარებასა და კონსოლიდაციას ეკლესიის გარშემო. მეუფე ვაზგენმა მადლიერება გამოუხატა მღვდელ ნარეკ ღუშჩიანს ცენტრის გახსნის სათანადო დონეზე და მოკლე ვადაში ორგანიზებისათვის.

მეუფე დადებითად გამოეხმაურა რუსთაველების სალოცავი ადგილის ქონის სურვილს და აკურთხა სალოცავი ქვა და ხატი, რაზეც ყოველ კვირა აღევლინება ღვთისმსახურება.

დღეს სადღესასწაულო ელფერი შესძინეს „ჰაიარტუნ“ ცენტრის   შემოქმედებითმა ჯგუფებმა, რითაც წარმოაჩინეს, თუ როგორი წარმატებების მიღწევა შეიძლება ცენტრის     მიზანმიმართული და ეფექტიანი მუშაობის შედეგად.  ცერემონია დასრულდა სადღესასწაულო ტორტის გაჭრით.

IMG 5627 IMG 5774IMG 5918 IMG 5920 

IMG 6039 IMG 6095 IMG 6194 IMG 6249 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)