აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში |
სიახლეები |
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა მრავალრიცხოვან მორწმუნეთა მონაწილეობით და სომეხთა ეკლესიის წესებისა და ცერემონიების დაცვით. როგორც ჭრაგალუიცის საღამოს, ასევე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს თბილისში, ბათუმში, სამცხე-ჯავახეთში, წალკისა და მარნეულის რაიონებში, მორწმუნეთა მონაწილეობით, შესრულდა წმინდა ცერემონიალები. და რადგან წელს მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული დაემთხვა სომეხთა ეკლესიის აღდგომის დღესასწაულს, ის უფრო ხალხმრავალ და სადღესასწაულო იყო. დღე განსაკუთრებით სადღესასწაულო იყო თბილისში. უამრავი მორწმუნე იყო შეკრებილი „სურბ გევორგ“ საკათედრო და ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიებში, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. სომხურ უძველეს „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში ჩატარდა ღვთისმსახურება, ანდასტანის რიტუალი, შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ჩვენი უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის საღმრთო ლიტურგია აღავლინა. საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის საელჩოს დიპლომატები, სათვისტომოს თანამდებობის პირები, განათლებისა და კულტურის მოღვაწეები, უამრავი სომეხი მოქალაქე. საპატიო დასწრებით სომეხთა ეკლესიაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს პატივი დასდეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ ეპარქიის წინამძღვარმა დამსწრეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, და დღის საიდუმლოს შესახებ ქადაგებაში აღნიშნა, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, არის ბოროტზე კეთილის, წყვდიადზე სინათლის გამარჯვება. მეუფემ გამოთქვა სურვილი, რომ კეთილის გამარჯვებამ სინათლე მოუტანოს საქართველოსა და სომხეთს, სომეხთა სამოციქულო და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს და ყველა მორწმუნეს. აღდგომის დღესასწაული უჩვეულოდ აღინიშნა ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიაში. 16 აპრილს იერუსალიმიდან თბილისის აეროპორტში ჩამოფრინდა თვითმფრინავი მომლოცველებით. მათ შორის იყო ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიის ჯვრის ნათლია ვარაზდატ მარაბიანი - იესო ქრისტეს საფლავის სინათლით ანთებული კანდელით. „სურბ სარგის“ ეკლესია სავსე იყო ხალხით. ყველა, ადგილობრივი სულიერი მოძღვრის, მღვდელ არმაშ პოღოსიანის ხელმძღვანელობით, ელოდა ჯვრის ნათლიას. წითელი საეკლესიო პერანგით გამოწყობილი ვარაზდატ მარაბიანი , წმინდა სინათლით ხელში, შედის ეკლესიაში. ეკლესიაში სიჩუმე ჩამოწვა, წმინდა სინათლემ მიაღწია საკურთხევლამდე. გაისმა "ქრისტე აღდგა", "დიდება იერუსალიმს, უფალო“ ლოცვა- ფსალმუნები ... ამ უპრეცედენტო ღამეს ასობით ნინოწმინდელმა მორწმუნემ ოჯახებში შეიტანა უფლის ნათელი. ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღმრთო ლიტურგია აღევლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში. |