ქალაქ რუსთავის სომხები გაეცნნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის საქმიანობას |
სიახლეები |
2017 წლის 13 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქალაქ რუსთავისა და მარნეულის რაიონების სომხური თემების სულიერი მოძღვრის, ღირსეული მღვდლის, ნარეკ ღუშჩიანის წინამძღოლობით, ქალაქ რუსთავის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები ესტუმრნენ თბილისის ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიას, სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს ეკლესიაში, სურათები გადაიღეს ეკლესიის ეზოში აღმართულ სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილ ხაჩქართან. შემდეგ, ისინი ეწვივნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრს, სადაც ეპარქიის პრესისა და ინფორმაციის განყოფილების დირექტორმა სუსანა ხაჩატრიანმა და მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა დეტალურად წარმოადგინეს კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობა, ისაუბრეს ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაზე, რომელიც მიმართულია საქართველოში სომხური იდენტობისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისკენ. რუსთავიდან ჩამოსულმა სტუმრებმა დაათვალიერეს ცენტრი, გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გამოფენილი სტამბოლელი სომეხი ფოტოგრაფის ნამუშევართა გამოფენა, დაინტერესდნენ საბავშვო ბაღისა და მშობლიური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლების საქმიანობით. დუდუკისა და დოლის წრეების აღსაზრდელებმა დიდი ოსტატობით სტუმრების საპატივცემულოდ შეასრულეს კომიტასის ნაწარმოებები. რუსთავის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებმა, შთაგონებულებმა ნანახით, ისაუბრეს თავიანთ მიზნებზე, კერძოდ, სულიერი მოძღვრის თაოსნობით, თბილისის „ჰაიარტუნ“, ბათუმის „ალექსანდრე მანთაშევ, ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ და ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის და მშობლიური ენის სწავლების ჯგუფების მაგალითით, რუსთავშიც დააფუძნონ ცენტრი, გაააქტიურონ სათემო ცხოვრება, მხარი დაუჭირონ მშობლიური ენის, ეროვნული კულტურის და ხალხური ტრადიციების დაცვასა და განვითარებას. |