შაბათის სკოლის აღსაზრდელები ადიდებენ დედას, დედა ენასა და სამშობლოს |
სიახლეები |
2017 წლის 8 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით -„დედაჩემი ჩემი სამშობლოს გამოსახულებაა“, რომელიც ეპარქიის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ერთდღიანი სკოლის აღსაზრდელებმა მიუძღვნეს დედას, დედა ენას, სომხურის პირველ მასწავლებელს - წმინდა მესროპ მაშტოცსა და სომხურ ენას. ღონისძიება სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს ჩატარებული კონკურსის ერთგვარი გამოძახილი იყო. ღონისძიება დაიწყო საუფლო ლოცვით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით. ღონისძიება გახსნა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორმა ევგენია მარკოსიანმა, მოკლედ წარმოადგინა სომხური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლების მოღვაწეობა, აღსაზრდელთა წარმატებები და მასწავლებლების თავდადებული მუშაობა. ღონისძიების ინიციატორი „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ შაბათის სწავლების სკოლის მასწავლებელი თამარა გაბოიანი იყო, „ნერსეს შნორჰალი“ ახალგაზრდულ გუნდთან (ქორმაისტერი: მარია აბულიანი, პიანისტი: კარენ მირზოიანი) ერთად. ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიება მიეძღვნა ხარების დღესასწაულს და დედის განდიდებას, ასევე მშობლიურ ენაზე წარმოდგენილ იქნა სომხური დამწერლობის შექმნის და ამ პერიოდის სომხეთის ისტორია. დედის დღესთან დაკავშირებით, ერთდღიანი სკოლის მოსწავლეებმა სიყვარულით სავსე სიტყვებით მიმართეს დედას, ვისი სიყვარულიც განუმეორებელი და შეუცვლელია შვილისთვის, შვილების სიყვარულითა და პატივისცემით აღსავსე დამოკიდებულება კი - მშობლების სიცოცხლის სტიმული. ლიტერატურულ ღონისძიება მიჰყავდათ ალა ავეტისიანსა და შუშანიკ ---, მათი სიტყვა და დეკლამაცია შტამბეჭდავი და ამაღელვებელი იყო, გააზრებული და სუფთა სომხურით. ღონისძიებამ დამსწრეები სომხური ენის ბილიკებით ატარა, სადაც მათ იხილეს სომხური უკვდავი დამწერლობის შექმნის ისტორია, ეს ასევე იყო მოწოდება მშობლიური ენისა და სამშობლოს დაცვისკენ. ღონისძიება ასევე იყო ერთგვარი ქედის მოხრა მესროპ მაშტოცის ხსოვნის წინაშე, მოზარდებმა მხატვრული სიტყვით წარმოადგინეს ბრძოლით სავსე ისტორია, სომეხი ხალხის თვითმყოფადობის დამადასტურებელი „ერკათაგირ“ დამწერლობის შექმნა, სომხური ენის ადგილი მსოფლიოს ენათა შორის. ლამაზ დეკლამაციას ამშვენებდა სიმღერის გუნდი - დედის, სამშობლოს, სომხური დამწერლობის, სომეხი ხალხის და დედა სამშობლოს შესახებ სიმღერებით. საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრესისა და ინფორმაციის განყოფილების დირექტორმა სუსანა ხაჩატრიანმა, საკვირაო სკოლის მასწავლებელმა როზა ზოჰრაბიანმა და “ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა მადლობა გადაუხადეს მასწავლებელს, თამარა გაბოიანს, და სხვა ორგანიზატორებს, პატრიოტული ღონისძიების ორგანიზებისათვის, მშობლებს კი მოუწოდეს, რომ ბავშვები სომხურ სკოლაში შეიყვანონ, მშობლიურ ენაზე განათლების მისაღებად, ჩვენი ისტორიისა და ტრადიციების შესასწავლად. ღონისძიება შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, მეუფემ მაღალი შეფასება მისცა სომეხი მოზარდების დაბრუნებას თავიანთი ფესვებისკენ, ერისკენ, მოუწოდა ყველგან და ყოველთვის იყონ მშობლიური ენისა და ქრისტიანული რწმენის ერთგულნი. მეუფე ვაზგენმა მშობლებს მოუწოდა, რომ არ მოსწყვიტონ შვილები ერსა და ტრადიციულს, ისინი არ აქციონ ზარად, რომელსაც არა აქვს სარეკელა. ისინი შეიყვანონ სომხურ სკოლაში, აღზარდონ პატრიოტული სულისკვეთებით. ბოლოს საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორმა, ევგენია მარკოსიანმა, წაიკითხა სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის მინისტრის ხელმოწერით მადლობის სიგელი, რომელიც მიიღო „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ერთდღიანი სკოლის მოსწავლემ, ნინა სეროპოვამ „ჩემი ტკბილი ენა“ ესეების კონკურსში მონაწილეობისთვის. |