1geo

fb you od

აპრილის ოთხდღიან ომში დაღუპულთა ხსოვნის პანაშვიდის ცერემონიალი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

IMG 4448 

2017 წლის 2 აპრილს,  დიდი  მარხვის, მეორედ მოსვლის კვირა დღეს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის   ეკლესიებში აღევლინა საღმრთო ლიტურგია.

სრულიად სომეხთა კათოლიკოსის,  უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის განკარგულებით, საკვირაო ღვთისმსახურების შემდეგ, მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინსა და სომეხთა   სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ეპარქიებში შესრულდა პანაშვიდი, აპრილის ოთხდღიან ომში დაღუპული ერის მამაცი შვილების სულთა სიმშვიდისთვის.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო,  ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“, ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“, ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ და ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიებში, საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, მღვდელმსახურთა მიერ შესრულდა პანაშვიდი,  ყარაბაღისა და აზერბაიჯანის შეხების ხაზზე დაღუპული    ჯარისკაცების სულის სიმშვიდისთვის.   

პანაშვიდის ცერემონიალს თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიაში ესწრებოდა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი ბატონი არტურ სარგსიანი, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში -    აჭარაში,  გურიასა და იმერეთში სომხეთის რესპუბლიკის  გენერალური კონსული ბატონი ეღიშე სარგსიანი. საქართველოს სომეხთა ეპარქიის     ეკლესიებში,  დაღუპული ჯარისკაცების წლისთავთან დაკავშირებით,  სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს   საზოგადოების ლიდერებმა, ინტელიგენციის წარმომადგენლებმა და მრავალმა მორწმუნემ.

1 1 1 2 1 3 1 4 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)