1geo

fb you od

მომლოცველობა ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Ukhtagnacutyun Akhaltsikhe 

სომეხთა   სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის დღესასწაულების აღნიშვნა და მომლოცველობებით რწმენის განმტკიცება   საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების საქმიანობის ერთ-ერთი მიზანია.

2017 წლის პირველ აპრილს პირველი სომეხი კათოლიკოსის, წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ხორ ვირაპის საპყრობილეში შესვლის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილებამ მომლოცველობა მოაწყო  ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ უძველეს ეკლესიაში. მომლოცველობა  შესრულდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის  რეკომენდაციითა და მხარდაჭერით.

დილით ადრე ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების გარშემო გაერთიანებული ოცდაათამდე ახალგაზრდა, სულიერი ინპექტორის, დიაკვან გევორგ ანტონიანის, და  ახალგაზრდობის განყოფილების დირექტორის, ვალერი ბადალიანის, ხელმძღვანელობით, ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორის, ნინა სეროპოვასა, და ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორის, ევგენია მარკოსიანის, თანხლებით გაემგზავრნენ ახალციხისკენ.

მომლოცველებმა  მონაწილეობა მიიღეს საღმრთო ლიტურგიაში, რომელიც  „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში აღავლინა  ახალციხის სომხობის სულიერმა მოძღვარმა,  მღვდელმონაზონმა  ჰაკობ საჰაკიანმა.   დამსწრეებმა ინტერესით მოისმინეს დღის საიდუმლოს - პირველი სომეხი კათოლიკოსის გრიგოლ განმანათლებლის ხორ ვირაპის საპყრობილეში  13 წლიანი წამების ისტორიის შესახებ ქადაგება.   მღვდელმონაზონი ჰაკობი მიესალმა თბილისიდან ჩასულ მომლოცველებს და მოუწოდა ყოველდღიური ცდუნებისაგან შორს ყოფნისა და, პირველი სომეხი პატრიარქის ნებისა და წინააღმდეგობის ძალის მაგალითით, რწმენის  ერთგულებით ცხოვრებისკენ.  

მომლოცველებმა   ლოცვა აღავლინეს და სანთლები დაანთეს საერთო ქრისტიანული წმინდანის    - წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სახელით.

თბილისელმა სომეხმა ახალგაზრდებმა მომლოცველობა გააგრძელეს ქალაქ ახალციხის სულიერი  ინსპექტორისა  და ახალციხის რაიონისა და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვრის - მღვდელ თორგომ ვარდანიანის ხელმძღვანელობით, ახალციხის „სურბ სტეფანოს“ ჩამონგრეულ და „სურბ ნშან“ ეკლესიებში, სანთლები დაანთეს და სულიერ მამებთან ერთად   ლოცვა აღავლინეს.      

თბილისიდან ჩასული ახალგაზრდები ეწვივნენ   ახალციხის რაბათის   კომპლექსს, დაათვალიერეს ქალაქის ღირსშესანიშნაობები.  

გვიან საღამოს მომლოცველთა ჯგუფი დაბრუნდა თბილისში,  წმინდა გრიგოლ განმანათლებლის  მადლით  სულიერად გამდიდრებული.

IMG 4001 IMG 3916 IMG 4099 IMG 4069 

IMG 4155 IMG 4175 IMG 4203 IMG 4273 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)