ცენტრში „რაფაელ ჯავახ“ გაიმართა ალბერტ ისოაინისადმი მიძღვნილი საღამო |
სიახლეები |
2017 წლის 26 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა ცნობილი მწერლისა და ეთნოლოგის, ალბერტ ისოიანისადმი, მიძღვნილი საღამო. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში მცხოვრები სომეხი მწერლები, ცენტრის აღსაზრდელები, მასწავლებლები, ალბერტ ისოიანის ნათესავები. ღონისძიებაზე კურთხევისა და კეთილი სურვილების სიტყვა თქვა ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა არმაშ პოღოსიანმა. ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომერემ, ცენტრის ხელმძღვანელმა ჟორა სნხჩიანმა. მან წაიკითხა სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს განკარგულება ალბერტ ისოიანის "ვილიამ საროიან" მედლით დაჯილდოების შესახებ. ალბერტ ისოიანი ჯავახეთის ეთნოგრაფიის, უცხო ქვეყნებში მოგზაურობების შესახებ 8 მოცულობითი წიგნის, ასევე ლექსების, იუმორესკების ავტორია. ცნობილი მოღვაწის შესახებ დაფასების სიტყვით გამოვიდნენ მისი მეგობარი მწერლები - ნაზელი ნაირი, ჰოვანეს მარიკიანი, მიქაელ ესოიანი, ჰმაიაკ გრიგორიანი, ასევე მანუკ კარახანიანი, არაქსია ვარდანიანი, თამარ წარუკიანი, კიმიკ ისოიანი. დასასრულს სიტყვით გამოვიდა ალბერტ ისოიანი. ცნობილმა მწერალმა მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის მინისტრს, ჰრანუშ ჰაკობიანს, მაღალი ჯილდოს მინიჭებისთვის, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირს - შუამდგომლობისთვის, პირობა დადო, ღირსებით ატაროს სომეხი მწერლის სახელი. ღონისძიება ლამაზი გამოსვლებით დაამშვენეს ცენტრის სიმღერის გუნდმა (ი.ღარსლიანი), მხატვრული კითხვის სტუდიის (ს. სნხჩიანი) აღსაზრდელებმა. ღონისძიება იქცა სომხური კულტურისა და ლიტერატურისადმი მიძღვნილ ლამაზ ფესტივალად. |