დოკუმენტური ფილმის - "ვარდან გრიგორიანი", ჩვენება |
სიახლეები |
2017 წლის 19 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში ციკლიდან „სომეხი ღირსეულები“ გაიმართა „ვარდან გრიგორიანი - ცნობილი ისტორიკოსი და არმენოლოგი“ დოკუმენტური ფილმის ჩვენება. ფილმი ეძღვნება ღვაწლმოსილი მეცნიერის, პატიოსანი მოქალაქის სამეცნიერო, პუბლიცისტურ და სამოქალაქო საქმიანობას, მის განვლილ ცხოვრების გზას. ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ სპეციალურად ჩვენებაზე ჩამოსული ფილმის ავტორი და პროდიუსერი ლაურა მინასიანი, რეჟისორი, ოპერატორი და ხმის რეჟისორი - კარენ ხარატიანი, გადამღები ჯგუფის წევრები ლილით ხარატიანი და მარი მარგარიანი, ასევე ცხონებული მეცნიერის შვილი - აჭარაში, გურიასა და იმერეთში სომხეთის რესპუბლიკის ყოფილი გენერალური კონსული არამ გრიგორიანი. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი არტურ სარგსიანი, ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მღვდელმსახურები, თბილისის სომხური საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. ფილმის ჩვენებას პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. ფილმი, შინაარსიანი სიტყვით, რეჟისორული ოსტატი ნამუშევრით, ვარდან გრიგორიანის სამეცნიერო საქმიანობის, მეგობრული ურთიერთობების და ოჯახური გარემოს ლამაზი სინთეზი არის, რაც საინტერესოსა და დინამიურს ხდის ცნობილი მეცნიერის, ვარდან გრიგორიანის ჭეშმარიტად ღირსეულ სახეს, მეცნიერის, ვინც მიუხედავად მისი ასაკისა, ჯერ კიდევ აგრძელებს ენერგიულ საქმიანობას, იკვლევს უძველეს ხელნაწერებსა და ისტორიულ ნაშრომებს, ისტორიის დახურულ გვერდებს. ფილმში ცნობილი მეცნიერის შესახებ მოგვითხრობენ მისი კოლეგები და ახლობლები, ნაცნობები და შვილები. ფილმი გაჯერებულია ოჯახის არქივში დაცული კინო- და ფოტომასალით. დოკუმენტურ ფილმში წარმოდგენილია სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც ეხება სომხეთის ისტორიას, სომხურ კოლონიებს. თავისი ცხოვრების მანძილზე ვარდან გრიგორიანი აწყობდა სხვადასხვა ადგილებიდან სომხური ხელნაწერების, უძველესი წიგნებისა და დოკუმენტების შეგროვებისა და სომხეთში გადმოტანის საქმეს. ყველგან საუბრობდა არცახისა და არცახის ომის სიმართლეზე, ხაზს უსვამდა სხვადასხვა ხალხების მხრიდან სომეხი ხალხის მხარდაჭერას. ფილმის დასასრულს არამ გრიგორიანმა შვილობრივი სიყვარულით მადლობა გადაუხადა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს და "ჰაიარტუნ" ცენტრს, ფილმის ჩვენებისათვის, და „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა წიგნები, როგორც მისი მამის ბიბლიოთეკიდან, ასევე ვარდან გრიგორიანის სამეცნიერო ნაშრომებიდან. კურთხევისა და დაფასების სიტყვით ღონისძიება შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა გაიხსენა ეპიზოდები მეცნიერთან ნაცნობობის 30 წლიდან. მეუფემ დააფასა მატენდარანის და იქ მომუშავე ყველა მეცნიერის ღვაწლი სომხეთის ისტორიის წარუშლელი მოწმობების შესწავლისა და სიწმინდესავით მოვლა-პატრონობის საქმეში. მართლაც, დიდი მეცნიერისადმი მიძღვნილი ფილმი მისი საქმიანობის ღირსეული დოკუმენტირებაა. |