საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ეწვია „სურბ ხაჩ“ ეკლესიას |
სიახლეები |
2017 წლის 17 მარტს, ახალქალაქში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი იან კელი ეწვია საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიას. ელჩმა სანთელი დაანთო და სასულიერო პირებთან ერთად ლოცვა აღავლინა სომხურ ეკლესიაში. საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი მიესლამა ელჩის ვიზიტს ეკლესიაში, წარუდგინა სომხური ეკლესიის ისტორია, ვიკარიატის საქმიანობის მიმართულებები, რაც მიზნად ისახავს ეკლესიის გარშემო მოსახლეობის კონსოლიდირებას, ქრისტიანული რწმენით თაობების აღზრდას, კულტურის განვითარებასა და ქველმოქმედებას. შემდეგ გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შეხვედრა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის მღვდელმსახურებთან, რომლის დროსაც განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობისათვის საინტერესო საკითხები. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ასევე შეხვდა ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ინფორმაციის წყარო: http://jnews.ge აღუნიკ აივაზიანი |