1geo

fb you od

ოქროს შემოდგომა ბათუმის "სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ საბავშვო ბაღში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

batumi ashun 

2016 წლის 15 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის     ბათუმის  ალექსანდრე მანთაშევის სახელობის  კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული   ცენტრის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“    საბავშვო ბაღის უმცროს ჯგუფში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე  "ოქროს შემოდგომა".

დარბაზის საზეიმო მორთულობა შეესაბამებოდა ზეიმს და ახარებდა ბავშვებს,    ღია გაკვეთილზე დამსწრე მშობლებსა და სტუმრებს.  თითქოს შემოდგომა დარბაზში იყო  გადმოსული - მრავალფეროვან  ფოთლებს შეეღება  ყველაფერი,  მაგიდებზე ეწყო შემოდგომის ნობადით   -   ბროწეულით, კომშით, ყურძნით, მსხლით და ვაშლით სავსე კალათები. და ამ ნაირფერ სამყაროს კიდევ უფრო ანათებდნენ შემოდგომის   ტანსაცმელში გამოწყობილი ბავშვები. ისინი წარმოაჩენდნენ თავიანთ ცოდნას შემოდგომის შესახებ -    ლექსებით, სიმღერებით, ცეკვებით და ინსცენირებით ხოტბას ასხამდნენ შემოდგომის სიმშვენიერეს.  შესამჩნევი იყო დიანა ჰაკობიანის და კარინე მარკარიანის ძალისხმევა და მშობლების მხარდაჭერა გაკვეთილის  სრულყოფილად ჩატარებისათვის.

ალექსანდრე მანთაშევის სახელობის  ცენტრის დირექტორმა და საბავშვო ბაღის ხელმძღვანელმა სონა ჰოვანისიანმა მადლობა გადაუხადა საბავშვო ბაღის მასწავლებლებს თემის მრავალმხრივად მიწოდებისა და გაკვეთილის საინტერესოდ ჩატარებისათვის, წაახალისა აღსაზრდელთა მშობლები გაკვეთილის   ლამაზად ჩატარების საქმეში აღმოჩენილი მხარდაჭერისათვის.  

ბოლოს კურთხევის სიტყვით გამოვიდა ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის, აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხების სულიერი მოძღვარი მღვდელი არარატ გუმბალიანი, მამა არარატმა მაღალი შეფასება მისცა პედაგოგთა სანუკვარ სამუშაოს, ბავშვების   შრომისმოყვარეობას და დალოცა ბავშვების მშობლები, რომლებსაც ბავშვები ამ საბავშვო ბაღში დაჰყავთ. მამა არარატმა  დამსწრეებს  მოუწოდა, რომ თავიანთი პატარები სომხური აღზრდა-განათლების ამ ლამაზ კერაში ატარონ.

1 1 1 2 1 3 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)