1geo

fb you od

მიღება საქართველოს საპატრიარქოში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Tolerantutyan or Patriarkaranu 

2016 წლის 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში მიიწვია  საქართველოში   მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების სულიერი ლიდერები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და საქართველოს რელიგიის საკითხთა   სახელმწიფო სააგენტოს ერთობლივად ორგანიზებულ მიღებას მისმა უწმინდესობამ უწოდა დიდი და მნიშვნელოვანი დღე, ვინაიდან   ამ დღემ გააერთიანა    სხვადასხვა აღმსარებლობის და ეროვნების ადამიანები, ხაზი გაუსვა საქართველოს მრავალსაუკუნოვან  ერთიანობასა და  ქვეყნის   ტრადიციებს.

 შეხვედრაზე მიწვეულმა რელიგიური უმცირესობების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ   ეს შეხვედრა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის   თავმჯდომარეობით,   საუკეთესო მტკიცებულებაა იმისა, რომ სხვადასხვა რელიგიებსა და ერებს შორის ურთიერთსიყვარულსა და ტოლერენტობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს  არა აქვს ალტერნატივა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ,   ზაზა ვაშაყმაძემ,  აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინარჩუნებს და აგრძელებს იმ ტრადიციას, რაც მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩვენმა წინაპრებმა   შექმნეს სხვადასხვა ერებისა და რელიგიების წარმომადგენლებთან  ერთად.   ქვეყნის რელიგიური პოლიტიკა - სხვადასხვა ეკლესიების, რელიგიური თემების  ფინანსური მხარდაჭერა, ქონების დაბრუნების საკითხის მოწესრიგება, ეფუძნება მშვიდობიან  თანაცხოვრებას, თითოეული ჩვენგანის რელიგიისა  და რწმენის  თავისუფლებას.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის, კურთხევით  შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა, რეომელმაც უწმინდესსა და უნეტარესს გადასცა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნტერესის  გარეგინ მეორის ძმური სიყვარული და მოკითხვა, ასევე მეუფე ვაზგენის დღეგრძელობისა და ჯანმრთელობის სურვილები.

არქიმანდრიტმა ხორენმა  სიტყვით გამოსვლაში  განაცხადა:   „...ზოგჯერ ადამიანები ან სათვისტომოები ერთმანეთს არ აღიარებენ, არ უყვართ ერთმანეთი, იმიტომ რომ არ იცნობენ ერთმანეთს. ზოგჯერ კონტაქტებისა და    დიალოგის  არარსებობის გამო, ჩვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს.     იმისათვის, რომ შეიწყნარო და მიიღო ვინმე, უნდა გაიცნო ან შეიცნო ის. ერთმანეთთან საუბარი ყოველთვის ჯობია დუმილს. როგორც ამბობს დალაი ლამა, „უმჯობესია, რომ ადამიანები ერთმანეთს დაელაპარაკონ, ვიდრე ერთმანეთის შესახებ ილაპარაკონ“. ამიტომ, არც ერთი სტერეოტიპი ან კომპლექსი არ უნდა გვიშლიდეს ხელს, რათა შედგეს დიალოგი და შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი და ერთმანეთის შეწყნარება“.

1 2 3 4 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)