1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოში რომის პაპ ფრანცისკეს ვიზიტთან დაკავშირებულ ღონისძიებებში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

14445126 1314622385216029 3377523660075160699 o 

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის, მოწვევით 2016 წლის 30 ოქტომბერს,საქართველოში რომის პაპი ჩამოვიდა. პონტიფიკოსის ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში მოწყობილ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიამ.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი მიწვეული იყო რომის პაპის ვიზიტთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. მისი ყოვლადუსამღვდელოესობა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში დაესწრო პაპ ფრანცისკესთან ქვეყნის პრეზიდენტის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელთა შეხვედრას.

მეუფე ვაზგენი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში დაესწრო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ, პაპ ფრანცისკეს საპატივცემულოდ გამართულ მიღებას.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის მრევლი, ეპარქიის წინამძღვრის ხელმძღვანელობით, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრო მესას, რომელიც აღავლინა პაპმა ფრანცისკემ, რის შემდეგაც ეპისკოპოსმა ვაზგენმა რომის პაპ ფრანცისკეს გადასცა სრულიად სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის ძმური სალამი. ღონისძიებების დროს ეპარქიის წინამძღვარს თან ახლდნენ წინამძღვრის თანაშემწე არქიმანდრიტი ხორენ ჰოვანისიანი და ეპარქიის სამართლებრივ და თანამშრომლობის საკითხთა განყოფილების დირექტორი მიქაელ ავაგიანი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიამ მხარი დაუჭირა ასევე რომის პაპის ჩამოსვლასთან დაკავშირებულ მოსამზადებელ სამუშაოებს, რაშიც ჩართულნი იყვნენ თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრისა და „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მგალობელთა გუნდები და საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების აქტივისტები.

1 2 1 3 1 4 1 5 

1 6 IMG 4736 IMG 20160930 172516 0001 

0002

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)