1geo

fb you od

შეხვედრა ანაიდა ბოსტანჯიანთან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

glxavv 

2016 წლის 12 ივლისს, "ჰაიარტუნ" ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა შეხვედრა საქართველოს თანამედროვე სომეხ პოეტ, მთარგმნელ, გაზეთ „ვრასტანის“ მიწოდებისა და გამოწერის სამსახურის ხელმძღვანელ, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის წევრ, „კამურჯ“ ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, საქართველოს მწერალთა კავშირის სომხური სექტორის თავმჯდომარე ანაიდა ბოსტანჯიანთან. ღონისძიება ინიცირებული იყო „სომხური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქართველოში" არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ. ეს იყო ორგანიზაციის მორიგი შეხვედრა სერიიდან "შეხვედრა საქართველოს სომხური ინტელიგენციის წარმომადგენლებთან“.

ანაიდა ბოსტანჯიანის შემოქმედებითი გზა წარმოადგინა ზემოაღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ემა ახტიანმა.

საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის სამსახურის გამგე ჟორა სნხჩიანმა ხაზი გაუსვა ანაიდა ბოსტანჯიანის სომხურ-ქართულ მთარგმნელობით საქმიანობას და მეგობარ მწერალს ურჩია ამ მადლიერი საქმიანობის გაგრძელება.

შეხვედრის მონაწილეებმა გამოსვლებში წარმოადგინეს ანაიდა ბოსტანჯიან - პოეტის, მთარგმნელის, ჟურნალისტის შემოქმედებითი და ადამიანური სახე. ამას ხელი შეუწყო ასევე ვიდეოფირმა, რომელმაც წარმოადგინა ანაიდა ბოსტანჯიანის შეხვედრები სომეხ და ქართველ ხელოვანებთან .

შეხვედრაზე წაკითხულ იქნა პოეტის საავტორო და ქართული პოეზიიდან ნათარგმნი ლექსები, ასევე მისი პოეზიის რუსული თარგმანები.

რუსეთიდან ჩამოსულმა პოეტმა, მთარგმნელმა, სომხეთის მწერალთა კავშირის წევრმა ნაირა სიმონიანმა წაიკითხა ქალაქ სურგუთში გამოქვეყნებულ "თანამედროვე პოეტები" ანთოლოგიაში ანაიდა ბოსტანჯიანის პოეზიის ნიმუშების განთავსებასთან დაკავშირებით ირინა სიმონიანის მილოცვა.

სურბ გევორგ საკათედრო ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა ღირსეულმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა ანაიდა ბოსტანჯიანს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მამობრივი სიყვარული და კურთხევა.

საღამოს დასასრულს ანაიდა ბოსტანჯიანმა დამსწრეებს მიმართა მადლიერების სიტყვით, რომელიც თბილი და გულწრფელი იყო, როგორიც მისი პოეზია.

DSC07330 IMGP0401