1geo

fb you od

წლის ბოლო საანგარიშო ზეიმი ალექსანდრე მანთაშევის სახელობის ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

13443029 

2016 წლის 18 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის ალექსანდრე მანთაშევის სახელობის განათლების, კულტურის და ახალგაზრდობის ცენტრში წლის ბოლო საანგარიშო ზეიმი გაიმართა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ხელმძღვანელობით, თბილისიდან ჩავიდა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ეპარქიის ადმინისტრაციულ-ეკონომიკური განყოფილების დირექტორი კარენ ერიციანი, ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორი ევგენია მარკოსიანი, საქართველოს ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების რეგისტრაციის ცენტრის ხელმძღვანელი ინესა სარუხანიანი.

დამსწრეებმა ინტერესით დაათვალიერეს ცენტრის ესთეტიკური აღზრდის წრის აღსაზრდელთა ნახატებით და ხელნაკეთი ნამუშევრებით მორთული დარბაზი.

საანგარიშო კონცერტს ესწრებოდნენ აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხების სულიერი მოძღვარი მღვდელი არარატ გუმბალიანი, აჭარის სომეხთა კავშირის თავმჯდომარე გრიგორ ვარდანიანი,“აღბიურ“ ელექტრონული გაზეთის რედაქტორი არტურ ჰოვანისიანი, საზოგადო მოღვაწეები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, სომხური საზოგადოების წარმომადგენლები, მოსწავლეები, მშობლები და სტუმრები. ღონისძიება დაიწყო საუფლო ლოცვით და სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით.

დამსწრეებს მიესალმა და სულ რვა თვის წინ ჩამოყალიბებული საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ცენტრის მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა ცენტრის დირექტორმა სონა ჰოვანისიანმა. ხაზი გაუსვა რა ცენტრის მოღვაწეობას, რომელიც მიმართულია ბავშვთა პატრიოტული აღზრდის, მესროპ მაშტოცის შექმნილი სომხური დამწერლობის შენარჩუნების და მისი თაობებისთვის გადაცემისკენ, წარმოადგინა „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ საბავშვო ბაღის (პედაგოგები: დიანა ჰაკობიანი, კარინე მარკარიანი, გაიანე გალუსტიანი), ბათუმის "მესროპ მაშტოც" (პედაგოგი: სათენიკ დანიელიანი) , ქობულეთის "ვრამშაპუჰ“ (მასწავლებელი: გაიანე ვარდანიანი) სომხური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლების, „აღბიურ“ სიმღერის გუნდის (ქორმაისტერი: რუზანა ოვანესიანი ), „ჰეღნარ“ ცეკვის ანსამბლის (ქორეოგრაფი: მერინე პოღოსიანი), მხატვრული კითხვისა და დრამტული (პედაგოგი: სათენიკ დანიელიანი), ესთეტიკური აღზრდის (მასწავლებელი: მარიეტა აპეტიანი) ჯგუფების საქმიანობა, რის ანგარიშსაც წარმოადგენს აღნიშნული ზეიმი.

თბილი ოვაციებით ხვდებოდნენ საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ლამაზად წაკითხულ ლექსებსა და სიმღერებს, ცეკვის, სიმღერისა და დეკლამაციის წრეების აღსაზრდელთა შესრულებებს. თეატრალურმა ჯგუფმა კი წარმოადგინა ოვანეს თუმანიანის ლექსის „საღამო“ და მოთხრობა „გიქორის“ ინსცენირება.

საანგარიშო კონცერტი კურთხევის და შეფასების სიტყვით შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, მაღალი შეფასება მისცა ცენტრის საქმიანობას, დირექტორის ხელმძღვანელობით ცენტრის პერსონალის მუშაობას უწოდა პატრიოტული მისია სამშობლოს ფარგლებს გარეთ თაობების სომხური სულისკვეთებით აღზრდის საქმეში.

საზეიმო ვითარებაში კურსის დამთავრების მოწმობები გადაეცათ „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, ბათუმის "მესროპ მაშტოც" და ქობულეთის "ვრამშაპუჰ“ სომხური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლების კურსდამთავრებულებს.

ცენტრის აღსაზრდელთა ძალებით და მასწავლებელთა ძალისხმევით მომზადებული საანგარიშო ზეიმი იქცა ეროვნული სულისკვეთებით აღსავსე ცენტრის მოღვაწეობის გარანტიად.

ნაყოფიერი იყო ასევე თბილისიდან ჩამოსული საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, დელეგაციის წევრებისა და ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის და ცენტრის პედაგოგიური კოლექტივის ერთობლივი კრება, სადაც კრების მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, განიხილეს საგანამანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები, გაიჟღერა სხვადასხვა წინადადებამ, განიხილეს ასევე თანამშრომლობის საერთო საკითხები. გადაწყდა, რომ ბათუმში სომეხი მოსახლეობის რეგისტრაციის დასაწყებად ჩართონ მოხალისეები, ვინც განახორციელებს აჭარის ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების რეგისტრაციას, მონაცემების საერთო საინფორმაციო ბაზაში შესატანად.

13458618 13482959 13490876 13498012

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)