1geo

fb you od

„არეგნაზან“ სასწავლო კომპლექსის აღსაზრდელთა კონცერტი „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Aregnazan 

2016 წლის 4 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრს სტუმრობდნენ „არეგნაზან“ სასწავლო კომპლექსის ანუ ერევნის ვოლდორფის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები, მასწავლებლებთან ერთად.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, თბილისის ვოლდორფის სკოლაში სტუმრად მყოფი სკოლა „არეგნაზანის“ აღსაზრდელთა სურვილი იყო ლამაზი კონცერტი მიეძღვნათ თბილისელ თანამემამულეთათვის.

ერევნელი მოსწავლეების ჯგუფმა, მასწავლებლების - ნანე სოღომონიანისა და ასპრამ ნჟდეჰიანის თანხლებით, დაათვალიერა ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესია და სანთლები დაანთო ეკლესიაში.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში სტუმრებს კეთილი სურვილებით მიესალმა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორი, ცენტრის ხელმძღვანელი ლევონ ჩიდილიანი. მან სტუმრებს გადასცა „საიათნოვა“ წიგნის სამენოვანი გამოცემა და სომეხთა გენოციდის შესახებ ისტორიული წიგნი-მიმოხილვა ქართულ ენაზე.

სკოლა „არეგნაზანის“ მასწავლებელმა ნანე სოღომონიანმა მადლობა გადაიხადა მიღებისათვის და წარადგინა კერძო სასწავლო კომპლექსის შექმნის, საგანმანათლებლო მიდგომების და დაწესებულების სხვა პრიორიტეტების შესახებ.

სტუმრების მონაწილეობით გამართული კონცერტის პროგრამაში შესრულდა კლასიკური, ხალხური და პატრიოტული სიმღერები, ასევე შესრულდა სომხური ეროვნული ცეკვები.

ცენტრის "ტარონ" ცეკვის ანსამბლმა სტუმრების საპატივცემულოდ შეასრულა „სღერდის ქოჩარი“, რის შემდეგაც თბილისელმა და ერევნელმა სომეხმა ახალგაზრდებმა ერთად შეასრულეს ხალხური ცეკვა "ალაშკერტის ქოჩარი“.

შეხვედრა იქცა "ჰაიარტუნ" ცენტრისა და „არეგნაზან“ სასწავლო კომპლექსის მეგობრული ურთიერთობების ლამაზ დასაწყისად, რის გაგრძელებისა და გაღრმავების დიდი სურვილი და იმედი გამოთქვა ორივე მხარემ.

DSC06793 DSC06798 DSC06807 DSC06815 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)