1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ვიზიტი დაბა შაუმიანში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

glxavor 

2016 წლის 28 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, 50-ზე მეტ თბილისელ მომლოცველთან ერთად, გრიგორ განმანათლებლის ხორ ვირაპის საპყრობილიდან გამოსვლის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოსალოცად გაემგზავრა ქვემო ქართლის დაბა შაუმიანის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში.

თბილისელი სომეხი მომლოცველებით და ადგილობრივი მორწმუნეებით სავსე ეკლესიაში, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის, თავმჯდომარეობით, საღმრთო ლიტურგია აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწემ, არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა.

წირვის დროს, მწირველმა - არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა, კერძოდ, აღნიშნა, რომ დღე სამმაგად სადღესასწაულოა შაუმიანელთათვის: უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი რწმენის მამამთავრის, გრიგორ განმანათლებლის, ხორ ვირაპის საპყრობილიდან გამოსვლის დღე, მეორე ის, რომ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა თავისი კურთხევა და სიყვარული მოუტანა შაუმიანელებს და მესამე, თბილისელი მორწმუნეები მოსალოცად ჩამოვიდნენ შაუმანის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში.

არქიმანდრიტმა ხორენმა სათანადოდ იქადაგა დღესასწაულის, წმინდა გრიგორ განმანათლებლის ხორ ვირაპირ საპყრობილიდან გამოსვლის შესახებ, მორწმუნეებს მოუწოდა, სომეხთა პირველი პატრიარქის მსგავსად ერთგულნი იყონ იესო ქრისტეს სახარებისადმი და არასოდეს არ დაიხიონ სირთულეების დროს.

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა დალოცა დამსწრეები და მიულოცა წმინდა გრიგორ განმანათლებლის ხორ ვირაპირ საპყრობილიდან გამოსვლის და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღე. წინამძღვარმა მაღალი შეფასება მისცა შაუმიანელ მორწმუნეთა მონაწილეობას საღმრთო ლიტურგიაში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, მოუწოდა წმინდა ეკლესიისადმი ერთგულებისა და თაობების ქრისტიანული რწმენით, სამშობლოსა და მშობელი ხალხის მიმართ დიდი სიყვარულით აღზრდისკენ. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ხაზი გაუსვა ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მგალობელთა გუნდის მონაწილეობას საღმრთო ლიტურგიაში, რამაც განსაკუთრებული სულიერი ელფერი შესძინა წირვა-ლოცვას და წმინდა გრიგორ განმანათლებელს სთხოვა მფარველობა და მხარდაჭერა.

DSC06727 DSC06735 DSC06773 DSC06779 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)