1geo

fb you od

შევინარჩუნოთ წინაპრების ხსოვნა თბილისში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

vera 

თბილისის ვერეს საქალაქო სასაფლაო დაარსდა მე -19 საუკუნის 30-იან წლებში და თავდაპირველად მხოლოდ მდიდარი და არისტოკრატული წარმოშობის პირებს კრძალავდნენ იქ. სასაფლაოზე განისვენებენ სომეხი საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქალაქის ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განვითარების საქმეში. სასაფლაოს დავიწყებული საფლავის ქვები დღესაც გამოირჩევა მავზოლეური სიდიადით და სოციალური კეთილშობილური სტატუსით.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების ინიციატივით და დირექტორის, ვალერი ბადალიანის, ხელმძღვანელობით, 2016 წლის 14 მაისს, სომეხი ახალგაზრდების ჯგუფი, საჭირო სამუშაო იარაღით აღჭურვილი, გაემგზავრა ვერეს უძველეს სასაფლაოზე, სომხური წარმოშობის პირთა მიტოვებული, მოუვლელი საფლავების მოსავლელად. ახალგაზრდა აქტივისტების ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ახალგაზრდობის განყოფილების სამუშაოთა კოორდინატორი ნინა სეროპოვა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის ქორეოგრაფი სურენ აბრამიანი, ოპერატორი გევორგ პოღოსოვი, ემილ სარგსიანი, ჯული ვირაბიანი, სერგეი კამალოვი, ბორის მზიკიანი, დავით ხარაზოვი და სხვები შეუდგენენ არისტოკრატი მოქალაქეების, ხუდადოვის, მელიქ-აზარიანცის, გირგიდოვის, ენიკოლოპოვების საფლავების, მსხვილი მესაკუთრეების, იუზბაშიანების, ანანოვების, ნამურადიანცის, ბოზრჯიანცის, ენათმეცნიერ და არმენოლოგ შაჰან ჯრპეტიანის, და მისი მეუღლის, არქიტექტორ გაბრიელ ტერ-მიქელოვის სამარხების კეთილმოწყობას. ეს ქალაქის იმ თავდადებულთა საფლავებია, რომლების ახლობლები საბჭოთა წლებში გადაასახლეს, დახვრიტეს ან გადავიდნენ საზღვარგარეთ.

ჯგუფმა მთელი დღე იმუშავა: გაიტანა ნაგავი, ბალახი და ძეძვი მოაცილა და მოაწესრიგა სომეხი კეთილშობილი მოქალაქეების საფლავ-სამარხებს.

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის გარშემო გაერთიანებული ახალგაზრდები, აცნობიერებენ რა თავიანთ მოვალეობას წინაპართა ხსოვნის წინაშე, დიდი მზაობით აწყობენ შაბათობებს როგორც სომეხ დიდებულთა ხოჯივანქის პანთეონში, ასევე ვერეს, პეტრე-პავლეს სასაფლაოებზე, ვინაიდან, თუკი გინდა მომავალი ქმნა, უნდა გახსოვდეს წარსული. ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, მსგავსი ღონისძიებები უყვეტ ხასიათს მიიღებს და არ შემოიფარგლება მხოლოდ თბილისით.

DSC06594 DSC06602 DSC06613 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)