1geo

fb you od

ავეტიკ ისააკიანი - 140 PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Avetiq Isahakyan 

2016 წლის 31 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში ორგანიზებული მორიგი ღონისძიება მიეძღვნა დიდი სომეხი პოეტის, პროზაიკოსის, საზოგადო მაღვაწის - ავეტიკ ისააკიანის, დაბადების 140 წლისთავს. ლიტერატურულ-მუსიკალური საღამოს ინიციატორი ეპარქიის „სურბ ეღია მარგარე“ საკვირაო სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილი პედაგოგი როზა ზორაბიანი იყო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები ელინა მკრტჩიანი და კარენ პარუნაკიანი, პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, ეპარქიის მღვდელმსახურები, ლიტერატურის, კულტურის მუშაკები, მრავალი ახალგაზრდა, დიდი პოეტის პოეზიის თაყვანისმცემლები.

ხალხის საყვარელი პოეტის დიდებულმა იუბილემ განსაკუთრებული ელფერი შეიძინა იმით, რომ დიდი პოეტის შესახებ საუბრობდნენ ახალგაზრდები, რომლებიც სულ რამდენიმე თვის წინ არასომხურენოვანნი გახლდნენ. მათ მიერ სომხურად წაკითხულმა ლექსებმა, შესრულებულმა სიმღერებმა, გამონათქვამებმა და ციტატებმა, ავეტიკ ისააკიანის შეფასებამ მსოფლიოს დიდებულთა მიერ, მისი პოეზიის ქართულად თარგმანებმა ღონისძიება ძალზედ საინტერესო გახადეს. ხალხის ტკივილის, სამშობლოს სასტიკი ბედის, ადამიანთა ღალატის, შვილების გულგრილობისა და პატრიოტიზმის, მარადიული სიყვარულისა და დედის სიყვარულის სითბოსადმი მიძღვნილმა ლექსებმა დამსწრეები გადაიყვანა პოეტის მარად აქტუალურ და გულწრფელ პოეზიის სამყაროში.

აღსანიშნავია, რომ სომხური ენის ღვაწლმოსილი პედაგოგი თავის მოსწავლეებთან ერთად მონაწილე გახლდათ მხატვრულ-მუსიკალური ღონისძიებისა - თავისი სიტყვით, შტამბეჭდავი დეკლამაციითა და სულში ჩამწვდომი სიმღერით.

პოეტმა, მთარგმნელმა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა ხაზი გაუსვა პედაგოგის მიდგომას, რომლითაც იგი ცდილობს დიდი პოეტის პოეზიით, მისი პოპულარობით და პატრიოტიზმით მშობლიურს დაშორებული სომეხი ახალგაზრდები დაუბრუნოს ეროვნულ საწყისებს. ამასთან, პედაგოგის მსგავს მიდგომას უწოდა სომხურ ენისა და სომხური ლიტერატურის მიმართ მისი დიდი სიყვარულისა და ერთგულების გამოვლინება.

ღონისძიების ბოლოს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა დალოცა დამსწრეები, მაღალი შეფასება მისცა ეპარქიაში 20 წლის განმავლობაში მოქმედ საკვირაო სკოლის როლსა და მნიშვნელობას დიასპორაში, კერძოდ, თბილისში სომეხი ენის შენარჩუნების პატრიოტულ საქმეში. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ როზა ზორაბიანის მოღვაწეობას, ვინც საკვირაო სკოლის ჩამოყალიბების დღიდან დღემდე დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ასრულებს თავის საქმეს, უწოდა სომხური ენის გავრცელების მისია. წინამძღვარმა ხაზი გაუსვა ავეტიკ ისააკიანის კავშირს და შეტანილ წვლილს მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში უმაღლესი რელიგიური საბჭოს მოღვაწეობაში, სხვა ერებსა და ლიტერატურებთან დაახლოების საქმეში.

საღამო იქცა ავეტიკ ისააკიანის ხალხური პოეზიითა და სიმღერებით აღსავსე ნამდვილ დღესასწაულად.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)