1geo

fb you od

გაჭირვებულ ოჯახებსა და მარტოხელა მოხუცებს სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

nverner 

2016 წლის 25 მარტს, თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარსა და ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში გაჭირვებულ ოჯახებსა და მარტოხელა მოხუცებს სააღდგომო საჩუქრები დაურიგდათ. საქველმოქმედო აქციას ოთხი წელია ყოველწლიურად მართავს საქართველოს სომეხ ქალთა "შუშანიკ“ კავშირი (თავმჯდომარე: სუსანა ხაჩატრიანი), საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოსა და თბილისის ორი სომხური ეკლესიის სასულიერო პირების მხარდაჭერით.

„სურბ გევორგ“ და „სურნ ეჯმიაწინ“ ეკლესიების ჯვრის ნათლიების, იური ერემიანისა და კარენ სარგსიანის, სათვისტომოს აქტივისტის, ლევონ რამაზიანისა და მისი მეგობრების, ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბაბშვო ბაღის (დირექტორი: ევგენია მარკოსიანი) აღსაზრდელთა მშობლებისა და „შუშანიკ“ კავშირის წევრების მატერიალური დახმარებით, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაულის წინა დღეს სადღესასწაულო ნობათით საჩუქარი მიიღო თბილისში მცხოვრებმა 150-ზე მეტმა მრავალსულიანმა, სოციალურად დაუცველმა ოჯახმა, მარტოხელა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოხუცმა.

სააღდგომო საჩუქრების გაცემა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში იქცა კეთილ ტრადიციად. აქციაში სიამოვნებით და მზაობით ერთვება უამრავი სომეხი ადამიანი.

IMG 0442 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)