1geo

fb you od

"ჰაიარტუნ"ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების საანგარიშო კონცერტი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Hamerg 

თუ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატების კრიტერიუმი აკადემიური შეფასებაა, შემოქმედებითი ჯგუფების შემთხვევაში წინსვლა საანგარიშო კონცერტია და აუდიტორიის ოვაციები. ამ მიზანს ემსახურებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში 2016 წლის 11 თებერვალს გამართული "ჰაიარტუნ" ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების ნახევარი წლის საანგარიშო კონცერტი.

კონცერტს ესწრებოდნენ ეპარქიის სასულიერო პირები, ცენტრის თანამშრომლები, მშობლები და სტუმრები. ღონისძიება დაიწყო საუფლო ლოცვით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ლოცვა-კურთხევით

დაიწყო ჯგუფების გამოსვლები: კონცერტის წამყვანი, "ჰაიარტუნ" ცენტრის ხელმძღვანელი ლევონ ჩიდილიანი გამოსვლამდე საუბრობდა თითოეული ჯგუფის შექმნისა და ჩამოყალიბების გზაზე, ხაზს უსვამდა პედაგოგის შეტანილ წვლილს, აღსაზრდელთა ინტერესს და სიყვარულს მრავალეროვნული და მრავალფეროვანი კულტურის მიმართ. შთამბეჭდავი იყო „ნერსეს შნორჰალი“ საბავშვო-საყმაწვილო გუნდის შესრულებით „სურბერი აჩქერ“ („წმინდანთა თვალებო“) და სოლისტების, ერნესტ სიმონიანის და ჰრაჩიკ ასატუროვის, „ბარსელონა“ სიმღერების ნიჭიერი შესრულება, დუდუკისა და დოლის უკვე ორი თაობის წარმომადგენლებით და შევსებული შემადგენლობით ჯგუფების სულის ამაფორიაქებელი დაკვრა, ანსამბლის სტატუსით "ტარონის" ხალხური ცეკვა, „ჰაიოს ბენდ“ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი განახლებული შემადგენლობით და სოლისტების, ანი ჰოვანისიანი, მარიანა სააკიანის, მარიანა თუმანოვას, სხვადასხვა ინსტრუმენტებზე დამკვრელი ბიჭების სიმღერები, რაც იმსახურებდა მაყურებლის მხურვალე აპლოდისმენტებსა და ოვაცოებს. დარბაზში სომხური სული დანავარდებდა, ჟღერდა სომხური საგალობლები, გაიშალა სომხეთის დროშა, ისმოდა ჩვენი წმინდანების ლოცვა და მყარდებოდა სომხურ-ქართული მეგობრობა. ხალხით სამსე დარბაზში იგრძნობოდა სომხური სიმღერისა და ცეკვის სომხური უძველესი თეატრის სცენიდან წარმოდგენის საჭიროება.

„ჰაიარტუნ“ ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების საანგარიშო კონცერტმა დაიმსახურა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მაღალი შეფასება. ეპარქიის წინამძღვარმა განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა კულტურის განყოფილების დირექტორის, ლევონ ჩიდილიანის, განათლების განყოფილების დირექტორის, ევგენია მარკოსიანის, ხმის რეჟისორ სერგეი არუთუნიანის დიდ წვლილს შემოქმედებითი ჯგუფების სამუშაოს სწორი მიმართულებით წარმართვის, მათ ყოველდღიურ მეცადინეობებისადმი სათანადო ყურადღების მიქცევით და მხარდაჭერით. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მადლიერების სიტყვები გამოთქვა ცენტრის შექმნის დღიდანვე ჩამოყალიბებული „ნერსეს შნორჰალი“ გუნდის ქორმაისტერ მარი აბულიანის და პიანისტ კარენ მირზოიანის, დუდუკისა და დოლის ჯგუფების მასწავლებლების ივანე მკრტჩიანის და რობერტ კაშავანიძის, „ტარონ“ანსამბლის ქორეოგრაფ სურენ აბრამიანის და „ჰაიოს ბენდ“ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის ხელმძღვანელ ვლადიმირ ასატუროვის, ყველა მშობლის და ჯგუფების აღსაზრდელთა მისამართით, ვისი თავდადებული შრომითა და სიყვარულით თბილისის სომხურ სათვოსტომოში დიდი სამუშაო ტარდება სომხური მდიდარი კულტურის შენარჩუნების, განვითარების და მაღალი დონით თაობებისთვის გადაცემის მიმართულებით. ეპარქიის წინამძღვარმა სიტყვა დაასრულა თბილისში სომხური კულტურის ღირსეულად წარმოდგენის მოწოდებით, ეს მისია უმეტესწილად იკისრა „ჰაიარტუნ“ განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრმა.

DSC05446 DSC05449 IMG 5506 

IMG 5779 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)