1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის საახალწლო საჩუქრები სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის რეგიონის საზღვრისპირა დასახლებების მოსწავლეებისთვის PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

V T 

2015 წლის 28 დეკემბერს, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ, სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საახალწლო საჩუქრები გაუგზავნა სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის რეგიონის საეპისკოპოსოს, საზღვრისპირა დასახლებების   მოსწავლეთათვის გადასაცემად.

მშვიდობა უდიდესი სანუკვარი სურვილია მთელი კაცობრიობისთვის და განსაკუთრებით საზღვრისპირა დასახლებებში მცხოვრებთათვის.    თბილისის სომხები მხარდაჭერას გამოუხატავენ რეგიონში მცხოვრებ ყველა პატარას და მცირე საჩუქრებით მათ საშობაო განწყობას უმაღლებენ.

საქართველოს სომხობას იმედი აქვს, რომ მშვიდობა დამყარდება სომხურ საზღვრებზე და დედა სამშობლოს საზღვრებს მიღმა მშვიდობის შენარჩუნება საქართველოში მცხოვრები სომხობის სიმშვიდესაც უზრუნველჰყოფს.

ამ სანუკვარ სურვილს უკავშირდება ლოცვა, რომელიც აღავლინეს თბილისის სომხური ეკლესიების მღვდელმსახურებმა, საზღვარზე მყოფი ჯარისკაცების მშვიდობიანად და უვნებლად თავიანთ ოჯახებსა და მშობლებთან დაბრუნების ვედრებით, პატარებისთვის ისურვეს, რომ ისიამოვნონ მათთვის განკუთვნილი ბედნიერებითა და სიხარულით.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)