1geo

fb you od

სომეხთა გენოციდს გადარჩენილი 101 წლის არტიომ (ჰარუთიუნ) მესუმიანი საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის სტუმარი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

54 

სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის და თბილისის სომეხთა ასამბლეის ინიციატივით, ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში, 2015 წლის 11 ივლისს, გაიმართა შეხვედრა ერზრუმში დაბადებულ, სომეხთა გენოციდს გადარჩენილ 100 წელს გადაცილებულ არტიომ (ჰარუთიუნ) მესუმიანთან.

არტიომ მესუმიანი ერთი წლის ბავშვი იყო, როდესაც თურქების სისასტიკის მსხვერპლმა მამამ ბავშვი დამალა ბალახებში და ამგვარად გადაარჩინა სიკვდილს. შემდეგ ბავშვი იპოვა ბიძაშვილმა და დედამისს ჩააბარა. ახლა არტიომ მესუმიანი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, ცხოვრობს ქალაქ კრასნოდარში. მიუხედავად მისი ხანდაზმული ასაკისა, ენთუზიაზმით აღსავსე მოხუცი ჩამოვიდა რუსეთიდან და სიამოვნებით მოვიდა შეხვედრაზე.

თბილისის სომეხთა ასამბლეის თავმჯდომარე დავით მანუსაჯიანის მოკლე შესავლის შემდეგ, არტიომ მესუმიანმა ისაუბრა სამშობლოდან მშობლების დეპორტაციის, მამის მოკვლის, დების და დაკარგული ახლობლების პოვნის ამბავზე, რაც მას მოსმენილი აქვს დედისა და ახლობლებისაგან. მან პატივი მიაგო გენოციდის მილიონნახევარ უდანაშაულო ადამიანს და უპასუხა აუდიტორიის კითხვებს, რომლებიც ეხებოდა ალეპოში ცხოვრების წლებს, რუსეთში დამკვიდრებას და მის ცხოვრებას.

შეხვედრა გაამთლიანა ალექსანდრე ქალანთაროვის „სომეხთა გენოციდი“ წიგნის პრეზენტაციამ, ავტორი 1966 წელს მივლინებულ იქნა სირიაში და სამი წლის განმავლობაში ეწვია ყველა იმ დასახლებას, სადაც დეპორტირებულები იყვნენ დასავლეთ სომხეთიდან აყრილი სომხები. იმის შემდეგ, რაც იხილა დერ-ზორის უდაბნოს სასტიკი გზა, ხოცვისა და სიკვდილის კვალი, ალექსანდრე ქალანთაროვმა 1985 წელს დაიწყო სომეხთა გენოციდის ისტორიულად დასაბუთებული მისაწვდომი წიგნის წერა, რომლის სამიზნე ჯგუფი რუსულენოვანი საზოგადოებაა. წიგნი გამოიცა სომეხთა გენოციდის მე-100 წელს.

დამსწრეებმა 100 წლის მოხუცს ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვეს და მადლობა გადაუხადეს თბილისში ჩამოსვლისა და შეხვედრაში მონაწილეობის მიღებისათვის.

pss 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)