1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის დელეგატებმა მონაწილეობა მიიღეს სომეხთა ეკლესიის ახალგაზრდული გაერთიანების მე -3 ყრილობაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

1166740 

ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესის და უნეტარესის გარეგინ მეორის საპატრიარქო კურთხევით, აშშ დასავლეთის სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, სომეხთა ეკლესიის ახალგაზრდული გაერთიანების თავმჯდომარე მის ყოვლადუსამღვდელოესობა არქიეპისკოპოს ჰოვნან ტერტერიანის თავმჯდომარეობით, 2015 წლის 1 ივლისს, მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის გევორგიან სასულიერო სემინარიის სააქტო დარბაზში დაიწყო სომეხთა ეკლესიის ახალგაზრდული გაერთიანების მე -3 ყრილობა.

ყრილობაში მონაწილეობდნენ სომეხთა სამოციქული წმიდა ეკლესიის სულიერი მსახურნი, დიასპორის და ადგილობრივი ეპარქიების და საპატრიარქო დელეგაციების წარმომადგენელი ახალგაზრდები.

საქართველოს სომეხთა ეპარქიიდან ყრილობაში მონაწილეობდნენ წინამძღვრის კვერთხის მტარებელი, „ჰაიარტუნ“ ცენტრის სულიერი ინსპექტორი და საეპისკოპოსოს სოცილაური სამსახურის ხელმძღვანელი დიაკვანი გევორგ ანტონიანი და საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის საქმის მწარმოებელი-მდივანი არმენუჰი პეტროსიანი.

ყრილობის დღის წესრიგის საკითხები იყო: სომეხთა ეკლესიის ახალგაზრდული გაერთიანების საერთო გზამკვლევის და ბიუჯეტის პროექტის განხილვა, ეპარქიათშორისი თანამშრომლობის საკითხები.

სომეხთა ეკლესიის ახალგაზრდული გაერთიანების   მე -3 ყრილობის მუშაობაში მონაწილე ახალგაზრდები გამოვიდნენ საეპარქიო პრეზენტაციებით - წარმოადგინეს თავიანთი საეპარქიო მოღვაწეობა, ცდილობდნენ თანამშრომლობის ვარიანტებისა და პროგრამების შემუშავებას მოძმე ეპარქიებთან. დელეგატები შეხვდნენ უწმინდესსა და უნეტარესს, ეწვივნენ არმავირის ეპარქიას, წიწერნაკაბერდის მემორიალს, მონაწილეობა მიიღეს ღვთისმსახურებებსა და საღმრთო ლიტურგიაში.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის საქმის მწარმოებელი-მდივანი არმენუჰი პეტროსიანი არჩეულ იქნა სომეხთა ეკლესიის ახალგაზრდული გაერთიანების ცენტრალური საბჭოს წევრად.

ყრილობის დასკვნით დღეს, 5 ივლისს, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესის და უნეტარესის გარეგინ მეორის საპატიო წინამძღოლობით, მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში აღავლინეს საღმრთო ლიტურგია, რომელსაც ესწრებოდნენ ყრილობის დელეგატები. საღმრთო ლიტურგიის დროს, მქადაგებელი, აშშ დასავლეთის სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა არქიეპისკოპოსი ჰოვნან ტერტერიანი მიესალმა სომეხთა ეკლესიის ახალგაზრდული გაერთიანების წევრებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ეპარქიებიდან იყვნენ ჩამოსული და დაბრუნდნენ თავიანთ ეპარქიებში ქრისტეს მოციქულებად და ჩვენი წმიდა ეკლესიის დესპანებად.

IMG 20150702 172934 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)