1geo

fb you od

„ფერშალთა კლუბის“ წევრების პირველი ლექცია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

ognutiun 

2015 წლის 27 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შეკრებილნი იყვნენ ეპარქიის ახალგაზრდა თანამშრომლები. ახლადშექმნილი „ფერშალთა კლუბის“ წევრებმა, საქართველოს სამედიცინო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების სომეხმა სტუდენტებმა გადაწყვიტეს საჯარო ლექციის ჩატარება "ჰაიარტუნ" ცენტრის თანამშრომლებისთვის, მათ გააცნეს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესები.

მესამე კურსის სტუდენტ არტურ მიქაელიანის ლექცია ჩატარდა PowerPoint-ის სლაიდ-შოუს გამოყენებით მომზადებული პრეზენტაციით. მომავალი ექიმი დეტალურად განმარტავდა ყველაფერს, პლაკატებზე და ადმიანებზე ჩვენებით.

მე -2 კურსის სტუდენტებმა თამარ სიმონიანმა და ვერიჩკა ნურბეკიანმა დამსწრეებს დეტალურად წარმოუდგინეს ჰეპატიტის A, B, C, D და E ფორმების გამოვლინება. მათ ისაუბრეს დაავადების გადაცემის გზებზე, სიმპტომებსა და დაავადების მიმდინარეობაზე.

ეპარქიის და ცენტრის თანამშრომლებმა მადლობა გადაუხადეს ახალგაზრდებს საინტერესო და ძალზედ მნიშვნელოვანი ლექციისთვის. „ფერშალთა კლუბის“ საქმიანობა მხოლოდ ლექციებით არ შემოიფარგლება. სტუდენტ-მოხალისეები ეპარქიის სოციალურ სამსახურთან ერთად აწყობენ ვიზიტებს მარტოხელა მოხუცებთან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, მათ საჭირო დახმარებას უწევენ და საკონსულტაციო საუბრებს უტარებენ.

„ფერშალთა კლუბის“ წევრები ლექციების სერიას გააგრძელებენ.

IMGP0750 IMGP0773 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)