1geo

fb you od

სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

hamerg 

"მახსოვს და მოვითხოვ" - ამ სახელწოდებას ატარებდა ამა წლის 15 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ჰაიარტუნ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გამართული კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელიც ინიცირებული იყო ახალგაზრდა მუსიკოს, ქორმაისტერ ჰოვანეს ჰამბარციუმიანის მიერ. კონცერტში მონაწილეობდნენჰაიარტუნცენტრის მაკარ ეკმალიანიას სახელობის გუნდი და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები. კონცერტი მიეძღვნა სომეხთა გენოციდის 100 წლისთავს. პროგრამა მოიცავდა პიაცოლას, ბეთჰოვენის, კაჩინინის, ბახ-გუნოსა და კომიტასის ნაწარმოებებს.

ჰოვანეს ჰამბარცუმიანმა, ვინც გენოციდს გადარჩენილთა შთამომავალია, თბილისისსურბ ეჯმიაწინეკლესიაში ჯერ კიდევ ორი წლის წინ გააჟღერა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საკუთარი ნაწარმოები - „ხსოვნის რექვიემი“, რომელიც შემდეგ წარდგენილიქნა საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში.

ღონისძიების დასასრულს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა განაცხადა, რომ კონცერტი შედგა, მაღალი შეფასება მისცა მაკარ ეკმალიანის სახელობის გუნდის გამოსვლას, სტუდენტების ბრწყინვალე გამოსვლები კი სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი ღონისძიება იყო.

გადაწყდა კონცერტის გამეორება თბილისის კონსერვატორიის დარბაზში, უფრო დიდი პროგრამით.

IMGP0308 IMGP0316 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)