1geo

fb you od

ორგანიზაცია "კეთილი სამარიელის" ბავშვების სიყვარული საქართველოს მათი თანატოლებისადმი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Samaritans 

მიმდინარე წლის თებერვლის ბოლო კვირის ყოველმა დღემ განსაკუთრებული სიხარული და აღფრთოვანება აჩუქა ქვემო ქართლის რეგიონის სომხებით დასახლებულ რაიონებსა და სოფლების ბავშვებს. საქართველოს სომეხთა ეპარქიის სულიერი მამები საქართველოში კეთილი სამარიელი" საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მერაბ ორაგველიძის განკარგულებით და ლოგისტიკის კოორდინატორი კარენ ერიციანის წინამძღოლობით, ყოველ დღე სხვადასხვა დასახლებებში ვიზიტით, საბავშვო ბაღებისა და სკოლების 3-14 წლის ასაკის ბავშვებ განმარტავდნენ ჩვენი უფალი იესო ქრისტეს დიდ სიყვარულ ბავშვები მიმართ და ამ დიდი სიყვარულის მტკიცებულება ბავშვებს რიგებდნენ იმ საჩუქრებს, რომლებიც ფერად ყუთებში შეფუთეს და მათ გამოუგზავნეს სხვადასხვა ქვეყნების სხვადასხვა ეროვნების ბავშვებმა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ ეჯმიაწინეკლესიის სულიერი მოძღვრის, მღვდელ სამველ თოროსიანის ქრისტიანული სიყვარული და სიკეთის შესახებ ქადაგების შემდეგ საჩუქრები მიიღეს ქალაქ მარნეულისა და სოფელ მირზოევკის, სოფელ წითელის, დაბა შაუმიანის სამი სკოლისა და საბავშვო ბაღის, სოფელ დამიას ბავშვებმა. მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა კი ორგანიზაციაკეთილი სამარიელისსაჩუქრებით გაახარა მარნეულის რაიონის წოფქ, გიულიბახ, ჩანახჩი, ხოჟორნი, აღქიორფი, ხოხმელ, ბრდაძორ სოფლების ბავშვები.

ბავშვური სიყვარულისა და სიკეთის სიხარული იწვნიეს ასევე ქალაქ ბოლნისის სომხურ-ქართული სკოლის, სოფლების ბოლნის-ხაჩენისა და კიანეთის მოზარდებმა, რომლებსაც სიკეთეზე ესაუბრა და შემდეგ საჩუქრები დაურიგა მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთიუნიანმა.

თეთრიწყაროს რაიონის შამშულდა და დაღეთ-ხაჩენ სოფლებს ორგანიზაციაკეთილი სამარიელისსაჩუქრები დაურიგა თბილისისსურბ გევორგსაკათედრო ტაძრის სულიერმა მოძღვარმა, მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა. ბათუმის სურბ ფრკიჩ ეკლესიის მღვდელმა რარატ გუმბალიანმა საჩუქრები გაახარა ადგილობრივი ბავშვები.

"კეთილი სამარიელი" საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის მეშვეობით მათი თანატოლებისათვის გამოგზავნილი საჩუქრების დარიგება საქართველოში გრძელდება.

IMGP0105 IMGP0011 IMGP0023 

IMGP0076 IM13GP0039 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)