1geo

fb you od

თბილისში ძირითადი „ბარეკენდანი“ (ყველეული) აღინიშნა ჰარისის ფესტივალით PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

harisa 

თბილისის სომხურ სათვისტომოში უკვე ლამაზ ტრადიციად იქცა ძირითადი ბარეკენდანის დღესასწაულის აღნიშვნა სომხური კერძის - ჰარისის ფესტივალით, რომლის ინიციატორად და ორგანიზატორად გამოდის საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის და „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით. ფესტივალი ყოველწლიურად ფართოვდება და იქცევა სახალხო ზეიმად, რომელზეც სომეხი ქალი წარსდგება დიასახლისის მისი უნარით და სითბოთი მომზადებული აღნიშნული ეროვნული კერძით.

2015 წლის 15 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გამართულ ზეიმს ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კარენ მელიქიანი, სხვადასხვა სტრუქტურათა ხელმძღვანელები, სტუმრები, ფართო საზოგადოება.

ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის თავმჯდომარე სუსანა ხაჩატრიანმა. მან ხაზი გაუსვა ღონისძიების მიზანს - დიდი მარხვის წინა დღით, აღნიშნული ძირითადი ბარეკენდანის დღესასწაულთან ჰარმონიაში ყოფნით - ამ ეროვნული კერძის, ტრადიციების და ჩვეულებების შენარჩუნება და თაობებისთვის გადაცემა.

დარბაზის გასწვრივ ჩამწკრივებული იყო 20-ზე მეტი ქვაბი, ჰარისის ნაირსახეობებით. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა დამსწრეებს მიულოცა სასულიერო დღესასწაული, აკურთხა ქვაბები, დამსწრეები მიიწვია ტრადიციული ჰარისის დასაგემოვნებლად.

„ჰაიარტუნ“ ცენტრში კვლავ სიმღერისა და მუსიკის ხმა ჟღერდა. დამსწრეებს ჰარისით უმასპინძლდებოდნენ. ხალხმრავალი საზოგადოება, რომელთა შორის იყვნენ სხვა ეროვნების ადამიანებიც, სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები, გაკვირვებით და აღფრთოვანებით უყურებდნენ ამ მხიარულ სანახაობას, რომლის მონაწილეები თბილისელი სომხები გახლდნენ. ყველგან სუფევდა ბარეკენდანის სიხარული და სურნელოვანი ჰარისის მონიჭებული მხიარული განწყობა.

DSC01855 DSC01885 DSC01897 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)