უკვე რამდენიმე წელია საქართველოს სომეხთა ეპარქიასთან მოქმედი „ჰაიარტუნ“ ცენტრი აწყობს დიდ სამამულო ომში გამარჯვებისა და შუშის განთავისუფლებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას, რითაც პატივს მიაგებს დაღუპულ წინაპართა და თავისუფლებისთვის მამაც მებრძოლთა ხსოვნას. ჯერ კიდევ 8 მაისს „ერკრაპაჰის“ (ქვეყნის მცველთა) დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ სომხურ ეკლესიაში შესრულდა არცახის საგმირო ბრძოლის მსხვერპლთა ხსოვნის პარაკლისი. მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ მიმართა ყველა ზომას, გამოიყენა აზერბაიჯანული სათვისტომოს წევრები, მათ შორის საქართველოს პარლამენტის ეთნიკურად აზერბაიჯანელი დეპუტატები, თბილისის სომხურ სათვისტომოს დაუწყო მუქარის ენით საუბარი, 9 მაისს დაგეგმილი კონცერტის გაუქმების მოთხოვნით. საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩომ გადალახა ყველა ზღვარი, ზეწოლა მოახდინა ArtHall დარბაზის დირექციაზე - დარბაზის გამოყოფაზე უარის თქმის მოთხოვნით. დირექციამ, დაარღვია ცენტრთან შეთანხმება, კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე უარი განაცხადა დარბაზის გამოყოფაზე. მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, „ჰაიარტუნ“ ცენტრი მტკიცედ დადგა მაისის დღესასწაულების აღნიშვნის თავის გადაწყვეტილებაზე ავლაბრის უბანში შეიკრიბა მრავალრიცხოვანი აუდიტორია, რომელიც დიდი ენთუზიაზმით ბოლომდე დაესწრო მთელ საკონცერტო პროგრამას. საზეიმო ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა. ავლაბრის მთელ უბანში გავრცელდა გამარჯვებისა და მშვიდობის სულით აღსავსე სომხური ეროვნული სიმღერა, ცეკვა, დეკლამაცია, დუდუკისა და დოლის მუსიკა. წაკითხულიქნა უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრია კონცერტის ბოლოს კურთხევისა და მისალოცი სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრი მადლიერებას გამოუხატავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კონცერტის ნორმალური მსვლელობის უზრუნველყოფისათვის. დიდ სამამულო ომში გამარჯვებისა და ქალაქ შუშის განთავისუფლებისა
|