1geo

fb you od

არცახი ... ერთი შეხედვით PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

gohar

ცნობილი მინიატურისტი გოჰარ ჰაკობიანი თბილისის სომხური საზოგადოების წინაშე ამჯერად წარსდგა სხვა კუთხით. წლების წინ როცა მან აიხდინა დიდი ხნის ოცნება და იმოგზაურა არცახში, მიზნად დაისახა თავისი გრძნობები და განცდები გაეზიარებინა თბილისის სომხური საზოგადოებისთვის.

29 მარტს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა „არცახი ... ერთი შეხედვით“ რუბრიკით სლაიდ-შოუ, რომლის წამყვანი გახლდათ მინიატურისტი გოჰარ ჰაკობიანი.

შეგროვ და მოახდინა რა არცახში მოგზაურობისას გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოჩანაწერების კლასიფიკაცია, გაიღრმავა ერის ისტორიის ცოდნა, გოჰარ ჰაკობიანმა ორსაათიანი შოუს განმავლობაში საინტერესო ექსკურსი შეასრულა არცახში: დაიწყო ისტორიული ინფორმაციით, პროფესიული სიზუსტით აღწერა არცახის გეოგრაფიული მდებარეობა, მოსაზღვრე ქვეყნები, ბუნებრივი სიმდიდრე და ბუნების განუმეორებელი სილამაზე.

გამომსვლელმა, მასალის ზუსტი ცოდნით, ისაუბრა არცახის ტერიტორიაზე არსებული სულიერი ცენტრების, ეკლესიებისა და მონასტრების, მათი არქიტექტურული სტილის, ისტორიული ბედისა და ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. სლაიდების მეშვეობით გოჰარ ჰაკობიანმა საინტერესო ლექციით წარმოაჩინა ხალხის მტკიცე ნება, არცახის თავისუფლად და დამოუკიდებლად შენარჩუნების სიმტკიცე, მადლიერებით გაიხსენა ის ადამიანები, რომელთა სიცოცხლის ფასად მოიპოვა თავისუფლება.

ბოლოს დამსწრეებმა დასვეს შეკითხვები, დაკავშირებული არცახის ბედთან.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)