1geo

fb you od

“ოვანეს თუმანიანი-145” ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო "ჰაიარტუნ" ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

tumanyan

19 თებერვალი ყოველთა სომეხთა პოეტის - ოვანეს თუმანიანის, დაბადების დღე. ჰაიარტუნ“ ცენტრმა დიდი ლორელის დაბადების 145 წლისთავი აღნიშნა ლიტერატურულ- მუსიკალური საღამოთი, რომლის ინიციატორი იყო „ჰაიარტუნ“ ცენტრი, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირთან თანამშრომლობით.

ხსოვნის ღონისძიება დაიწყო სომეხ მწერთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში. დამსწრეებმა ყვავილებით შეამკეს სახალხო პოეტის საფლავი. ოვანეს თუმანიანის საფლავთან საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით და სამღვდელოების მონაწილეობით შესრულდა პანაშვიდი, რის შემდეგ განხორციელდა წიგნების ჩუქების აქცია, რუბრიკით - „შენ საჩუქრის მიმღებ 145 მკითხველთაგან ერთი ხარ“. წიგნის ჩუქების აქცია ტრადიციადაა ქცეული და ის ტარდება პოეტ ანაჰიტ ბოსტანჯიანის ინიციატივითა და მის საკუთარი ბიბლიოთეკიდან.

ღონისძიება გაგრძელდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში. ორგანიზატორთა ძალისხმევით შექმნილი იყო თუმანიანისეული ატმოსფერო - სინათლისა და ანთებული სანთლების, დროისა და ხსოვნის სიმბოლოთა შეხამება. ოპერა „ანუშის“ პრელუდიის თანხლებით ლევონ ჩიდილიანის მხატვრული კითხვა იქცა სომეხთა სამყაროში ოვანეს თუმანიან სახელად გენიის შობის ხარებად.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი, სრ დიასპორის სამინისტროს კავკასიის რეგიონის სამმართველოს ხელმძღვანელი ტარონ შაგოიანი, მწერლები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, თუმანიანის შემოქმედების თაყვანისმცემლები. თუმანიანის შვილთაშვილმა - ელენა კოლესნიკოვამ, რომელმაც სატელეფონო ზარით გამოხატა მადლიერება ღონისძიების ორგანიზებისათვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო ღონისძიებაზე დასწრება.

ღონისძიების მსვლელობისას ნაჩვენები იყო ეპიზოდები ოვანეს თუმანიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმიდან, რომელსაც, გარკვეულ ეპიზოდებს შორის, ოვანეს თუმანიანის ნაწარმოებების მხატვრული კითხვით ამშვენებდნენ 104-ე სკოლის მოსწავლე ლიზა თოროსიანი, პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატიული თეატრის მსახიობი სამველ ელბაქიანი, მწერალ-მთარგმნელი გივი შაჰნაზარი. საკუთარი ლექსი სომხურ და ქართულ ენებზე წაიკითხა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა.

საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარემ ჟორა სნხჩიანმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა ოვანეს თუმანიანის არა მხოლოდ როგორც პოეტის მოღვაწეობას, არამედ როგორც საზოგადო მოღვაწის, რომელიც მიიჩნევა პირველ სომხურ მწერალთა კავშირის დამაარსებლად, „ვერნატუნ“ კავშირის დამფუძნებლად, „ჰაიარტუნ“ ცენტრის გარშემო სომხური შემოქმედებითი აზრის წარმომადგენელთა გამაერთიანებლად, საიათნოვას „ვარდატონის“ ორგანიზატორად, გენოციდს გადარჩენილთათვის დახმარების ხელის გამწოდებლად.

საღამოს დასასრულს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა კურთხევის სიტყვით მიმართა დამსწრეებს, ოვანეს თუმანიანს უწოდა ის ფენომენი, რომლის ნაწარმოებებზე აღიზარდა თაობები, თვითონ - თუმანიანი კი, თავისი ზღაპრებით, მოთხრობები, ლექსებით თვით სომეხი ხალხია - მის ყველა ასპექტით. ეპარქიის წინამძღვარმა ღონისძიების ბრწყინვალედ ორგანიზებისათვის მადლიერების სიტყვით მიმართა ცენტრის კოორდინატორ ლევონ ჩიდილიანს, სამხატვრო ხელმძღვანელ პაველ ოგანეზოვს, ყველა მონაწილესა და დამსწრეს.

თუმანიანის ნაწარმოებებზე დაწერილმა მუსიკამ და სიმღერებმა, რომელთა ბრწყინვალე შესრულებით გამოვიდნენ მომღერალი სვეტლანა ტატოევა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის სოლისტები ანი ღუშჩიანი, ჰენრიხ პოღოსიანი, ჰოვანეს შაჰნაზარიანი, „ნერსეს შნორჰალი“ ბავშვთა გუნდი განსაკუთრებული ხიბლი შესძინეს ლიტერატურულ- მუსიკალურ საღამო.
 

IMGP1682 IMGP1698 IMGP1707 

IMGP1730 IMGP1794 IMGP1837 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)