1geo

fb you od

მამზარაში აკურთხეს ახალადაშენებული „სურბ მესროპ მაშტოც“ ეკლესია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

1

16 ნოემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანის, ნინოწმინდისა და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვრის მღვდელ არმაშ პოღოსიანისა და ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვრის მღვდელ ტათევ მარუქიანის მონაწილეობით, აკურთხა მამზარის წმიდა მესროპ მაშტოცის სახელობის ეკლესია. კურთხევის წესის დასრულების შემდეგ აღავლინეს წმიდა და უკვდავი წირვა. წირვა აღავლინა მღვდელმა არმაშ პოღოსიანმა.

სომეხთა ეკლესიის კურთხევის წესი შედგება   ორი წმიდა ნაწილისისაგან. პირველი სრულდება წინა საღამოს და ეწოდება „კარის გაღება“, იკურთხება 16 სვეტ (12 მოციქული, 2 მახარებელი, პავლე მოციქული და წმ. გრიგორ განმანათლებელი), ნათლობის აუზი, სადაც სრულდება ნათლობა და პირი ხდება ხელახლა დაბადებული ქრისტიანი, იკურთხება სურათები, რომლებიც იქცევა ხატებად. სრულდება მირონცხების საიდუმლო.

წმიდა მესროპ მაშტოცის სახელობის ეკლესია აშენდა და მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყო რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი ჰაკობ ხაჩატრიანის შემოწირულობით.

 ეკლესიის ქველმოქმედ ბავშვობიდან სურდა, რომ მშობლიურ სოფელ მამზარას ჰქონოდა მოქმედი და კეთილმოწყობილი ეკლესია. და აი მისი დიდი ხნის ოცნება რეალობად იქცა.

 ჯავახეთის საერთო ეპარქიალურმა ვიკარიუსმა არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა მაღალი შეფასება მისცა ქველმოქმედს, მას გადასცა კურთხევის წერილი და გრიგორ ნარეკაცის „გოდებათა მატიანე“.

 "მამზარელებმა, რომელთა შორის არის ისეთი ქველმოქმედი, როგორიცაა ჰაკობ ხაჩატრიანი, საფუძველი ჩაუყარეს ამ მშვენიერ ეკლესიას. უდიდესია დღის საიდუმლო, ვიცით, როგორ უჭირს ხალხს, მაგრამ ისინი მაინც ფიქრობენ სულიერ ცხოვრებაზე. დაე ამ მშვენიერმა ეკლესიამ მათ კურთხევა მოუტანოს, - აღნიშნა თავის სიტყვაში ეპარქიის წინამძრვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

წმიდა ცერემონიას ესწრებოდნენ   ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები- საკრებულოს თავმჯდომარე სმბატ კიურეღიანი, გამგებელი გაგოკ ღარსლიანი, ნინოწმინდის რაიონიდან არჩეული დეპუტატი ენზელ მკოიანი, სომხეთისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუმრები და მომლოცველები.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს და ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსს მამზარელები სოფლის შესასვლელში დახვდნენ პურ-მარილით და ტრადიციული ზურნითა და დოლით.

სიხარული იყო სოფელ მამზარაში. როგორც იქნა სოფელს აქვს ეკლესია, რომელზეც რამდენიმე თაობა ოცნებობდა. ოცნებობდნენ მონათვლას სოფლის ეკლესიაში. მართლაც სულიერად აღდგა ჯავახეთი, უამრავი მამულიშვილის ქველმოქმედებით რეგიონში აშენდება და აღდგა უამრავი ეკლესია და ამ დიდ საქმეს სათავეში უდგას ჯავახეთში მომსახურე სამღვდელოება, არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანის ხელმძღვანელობით.

წმიდა მესროპ მაშტოცის სახელობის ეკლესიის კურთხევის ცერემონია დასრულდა სამსხვერპლო კურთხევით და მსხვერპლშეწირვით. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის წმიდა მესროპ მაშტოცის სახელობის ერთადერთი ეკლესია ჯავახეთში.

 გავიხსენოთ, რომ რამდენიმე თვის წინ ახალქალაქის რაიონის სოფელ მამზარაში შესრულდა აღნიშნული ეკლესიის საფუძვლის ჩაყრის ცერემონია.

 3 2 4  

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)