1geo

fb you od

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

udarniki

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნცენტრში აღინიშნა ლამაზი კონცერტით, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის მიერ. კონცერტში მონაწილეობდნენ თბილისის .შანიძის სახელობის

№ 20 ხელოვნების სკოლის დასარტყამი მუსიკალური ინსტრუმენტების ახალგაზრდული „Drum School“ ანსამბლი და საქართველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ ცენტრის "ნერსეს შნორჰალი“ ანსამბლი.

ღონისძიება გახსნა "ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა, მან მიულოცა ყველა მონაწილეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, უსურვა მათ მშვიდობიანი ცა და ბედნიერი ბავშვობა.

ამის შემდეგ საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის თავმჯდომარემ არტემ კირაკოზოვმა წარადგინა თბილისის ა.შანიძის სახელობის № 20 ხელოვნების სკოლის (დირექტორი ალა ლაფერაშვილი) დასარტყამი მუსიკალური ინსტრუმენტების ახალგაზრდული „Drum School“ ანსამბლი და მისი ხელმძღვანელები: თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის ლექტორი კონსტანტინ ვარდანოვი და მისი ვაჟი, კონსერვატორიის კურსდამთავრებული, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი გიორგი ვარდანოვი.

დასარტყამი მუსიკალური ინსტრუმენტების ახალგაზრდული «Drum School» ანსამბლის წევრებმა - ანა ალავიძემ, რავილ ალაზოვმა, ნიკა გობეჯიშვილმა, ანა და რატი ძებიცაშვილებმა, თათა ირიციანმა, ნატალია მაისურაძემ, დავით ლუთიძემ, ზურაბ მახარაძემ, ალექსანდრე თოლორაიამ საყვირით, ფლეიტითა და სხვადასხვა დასარტყამი ინსტრუმენტებით სომეხი, ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნამუშევრების შესანიშნავი შესრულებებით დაიმსახურეს მაყურებლის მხურვალე ოვაციები. სასიხარულოა, რომ მათ შესრულებებს (პიანისტი დოდო ბადალაშვილი) შეუერთდა ნერსეს შნორჰალის სახელობის ანსამბლი (ხელმძღვანელი - მარა აბულიანი) - კლასიკური, სასულიერო და საესტრადო სიმღერებით და ერთად დატოვეს ესთეტიკურ მშვენიერი შთაბეჭდილება.

თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა აკურთხა ყველა დამსწრე და დიდი კმაყოფილებით ისაუბრა ორივე ანსამბლის წევრთა ჩინებულ გამოსვლაზე, განსაკუთრებით მათ ხელმძღვანელების - გიორგი ვარდანოვისა და მარა აბულიანის შეტანილ დიდ წვლილზე. სულიერმა მოძღვარმა იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი კონცერტი იქნება ახალი მშვენიერის დასაწყისი, რომელიც თავის გაგრძელებას ჰპოვებს ამ ორი ანსამბლის მომავალ თანამშრომლობაში. მამა სამველმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხატები უბოძა სტუმარი ანსამბლის წევრებსა და მათ ხელმძღვანელებს.