1geo

fb you od

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

c-a

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, დიდი პომპეზობით აღინიშნა მთელ ქვეყანაში. ამ სახალხო დღესასწაულში, სხვა რეგიონების მსგავსად, მონაწილეობა მიიღო ასევე წალკის რაიონმა, მიმდებარე სოფლებით - ნიჭიერი ინდივიდუალური შემსრულებლებითა და სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებით.

საერთო დღესასწაულში მონაწილეობა მიიღო ასევე სოფელ ხაჩის სომხური სკოლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა - ახალგაზრდა მასწავლებლის ლიუბა ბადალიანის მონაწილეობით. ანსამბლი გამოვიდა სომხეთის სახალხო არტისტის, უდროოდ გარდაცვლილი ფლორა მარტიროსიანის „გორანი“ სახალხო სიმღერის ჰანგებით. საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ანი“ და თბილისის „ვანქ“ ცეკვის ანსამბლის ფორმებმა შეავსეს განუმეორებელი მელოდიით შესრულებული ბრწყინვალე საცეკვაო შესრულებები, აღაფრთოვანეს აუდიტორია. სოფელ ხაჩის ცეკვის ანსამბლი დაჯილდოვდა ლამაზი საჩუქრებით, მათი ხელმძღვანელი კი - სიგელით.